ჩაიქნიოთ ხელი ნიშნავს განიცადოთ თქვენი ცხოვრებისეული მარცხი
როგორ ფიქრობთ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ შეიცვალოს თქვენი გონებრივი მდგომარეობა ფიქრებისა და მივაღწიოთ წარმატებას ?
უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვაა პასუხისმგებელი იმაზე რამდენად წარმატებული იქნება ადამიანი მომავალში.როგორც ვიცით ადამიანები,როემლებსაც შეუძლიათ ოსტატურად გადაწყვეტილებების მიღება მათი ფინანსური და ცხოვრებისეული ხარისხი იმაზე მაღალია ვიდრე მათი ვინც უბრალოდ უცდის სხვას ან არ იღებს გადაწყვეტილებას.
წარმოიდგინეთ გინდათ,რომ სადღაც დაისვენოთ ან შეყვარებული ნახოთ ან მეგობარს გაუაროთ ფიქრობთ , რომ ფინანსები გიშლით ამ ყველაფერში ხელს და ამიტომაც გიწევთ უარის თქმა?
აი სწორი ვარიანტი კი ასეთია .. ჯერ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას თან საკმაოდ თამამს,რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის და შემდეგ ყოველთვის არის შესაძლებელი მოიძიო ფინანსებიც და სხვა საჭირო ატრიბუტებიც მის განსახორციელებლად ეს იყო ასე ყოველთვის და ილუზიებში არ უნდა ვაცხოვროთ საკუთარი თავი , რომ რაღაც გვიშლის ხელს. არავის შეუძლია დაინახოს როგორ ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს,მაგრამ ყველა ძალიან კარგად ხედავს შედეგებს.
ადამიანი რომელსაც არ სურს გადაწყვეტილებების მიღების უნარი განივითაროს განწირულია,რადგანაც გაუბედაობა შობს შინაგან კონფლიქტს. არ ჭირდება იმას დიდი ფილოსოფოსობა,რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანი აწყდება პრობლემებს,მაგრამ ჩვენ თუ ჩვენს გონებას დავრთავთ ნებას,რომ გამოსავალის ძებნა შევწყვიტოთ და შევეგუოთ ამ ყველაფერს და არსებობისთვის გავწიროთ ჩვენი თავი სწორედ რომ ყოველი დღე იქნება ცხოვრება არსებობისთვის. ყველა წარმატებულ ადამიანს აერთიანებს რაღაც და ეს მათი რწმენა და თვითშეფასებაა,რომელიც მათი ხასიათის ნაწილია.
დაიჯერეთ ვერაფერი შეგიშლით ხელს თუ თქვენ ისწავლით გადაწყვეტილების მიღებას და გექნებათ რწმენა,რომ თქვენ ამას შეძლებთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს,რომ ადამიანი ყოველთვის მოძებნის მიზეზს დააბრალებს გარშემომყოფებს,გარემოებას და ასე … რომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო მან წარსულში შედეგით იმიტომ არის უკმაყოფილო რომ რაღაცამ ან ვიღაცამ შეუშალა ხელი,მაგრამ გახსოვდეთ მარცხი არ აქცევს ადამიანს ხელმოცარულად !
აი თქვენი გადაწყვეტილება შეწყვიტოთ ბრძოლა და ჩაიქნიოთ ხელი ნიშნავს განიცადოთ თქვენი ცხოვრებისეული მარცხი. !
ლევან ლეჟავა