“თავისუფლების ჩაკეტილი წრე „
გისოსებს მიღმა დანავარდობს თავისუფალი სული… და ამ თავისუფლებაში ეძებს ხსნას. შინაგანი ხმის
ხსნას , რომელიც ისე აფორიაქებს მოსვენება დაკარგული აგერ თავის უკიდეგანო არენაზე მაინც ლურსმან ნაჭედია.
-როგორ??
-ვეკითხები საკუთრ თავს ??
-რა არის ის თავისუფლება , რაც მსურს მხოლოდ ჩემში ნაბადეულად ??
არა ისე , როგორც მასწავლეს ან მიღებულია?? არა ის , რაც ნიღაბს მიღმა ამოფარებული საკუთრი მეა.
შენში ნაპოვნი ჩემეული და ჩემი
– თითქოს თავისუფლი ვარ ჩემივე ბორკილებისგან …აი ისე მრავალ წრეს, რომ შემოგარტყავენ ჯაჭვთა სიმები მერე ნელ-ნელა თავისუფლდები იმიტომ , რომ არ ნებდები ,იმიტომ რომ არ მოგწონს იმიტომ, რომ ეს არაა ის რაც შენ შესაძლებლობლობებშია.
და ყოველ შესაძლო ჯერზე თავისუფლდები !!!
ნელ -ნელა წყვეტ იმ რგოლებს , რომლითაც შემოსილი ხარ !!
– ვგრძნობ რომ მეტი მინდა !!!
-რა გინდა? – მეკითხება ლექტორი
– შინაგანი თავისუფლება !! ვუმხელ !!! (თვალები ცრემლით მევსება ან კი როგორ ვთქვი ალბათ ძალინ მაწუხებს!!! არა ჯაჭვთა სიმძიმე არა- არა ჩემში დაბადებული ახალი ხმა , რომლიც მზადაა ფეხი აიდგას.)
– მეტი??
– რა არის მეტი? მეკითხება ლექტორი ??
– რა არის ის მეტი რაც გინდა ??
– თვალცრემლიანი და აკანკალებული (ხმა მე თვითონვე მესმის-
– დიდ ხანი ვიყავი დამკვირვებელი და აღარ მსურს ვიყო ასე ..
-კარგი !! მთანხმდება პედაგოგი თითქოს გაიგო !!!
– არა მჯერა ნამდვილად მიხვდა – ვიგრძენი , როგორ ზუსტად იგრძნო …იმასაც მივხვდი ეს გზა მისეული გაკვალული და მასში უკვე დაბადებული თავისუფლება, როგორ მდუმარედ მიტარებდა გაკვეთილს…
– ცოტა ხნით ,მეორე ოთხში გაბრძანთით თუ შეიძლება!
-მთხოვა მან და მე თითქოს ჩიტი გალიაში ისე გამოვექეცი ჩემს თავს . პირზე წყალი მივიპკურე სიახლის დაბადების მოლოდი გრძელი მეჩვენა ..
ჩემი გულის ცემა თვითინვე ეხეთქებოდა სულის ბორკილებს.
ერთხას დამაფიქრა კიდეც ეს და ახალი ახირებაა??
მეორე მე ჯიუტად პასუხობს –ეს საჭიროა ახალაა დრო …არ დაიხიო უკან…
თვალებზე აფარებული გამიყვანა ლექციაზე ლექტორმა – და მთხოვა რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი ის გამეკეთებინა ..
არჩევანი ჩემი იყო ..
ხელების მოძრაობით მივხვდი ვიყავი წრეში .. ჩემს მეგობრებს ხელები ერთმანეთისათის ჩაეჭიდათ.
მე მათ გარშემო დავიწყე მოძრაობა …
– რა გავაკეთო?? ვიკითხე ხმამაღლა
– არ ვიცი !! რაც შენ გსურს !!! მპასუხობს პედაგოგი.
რა გავაკეთო ?? ვეკითხები საკუთრ თავს და გამეფებულ სიჩუმეში ჩემი შინაგანი ხმა მეჩურჩულება -ოხ! -ოხ! -ოხხ!! ეს შენი ახირებები ..
მე თითქოს არ ვუსმენ მაინც სულის რითმს მივყვები …
იდუმალი სიჩუმე მეთამაშება.
ვიწყებ წრეზე სიარულს და თითოეულ მეგობარს ხელით ვეხები – ვგრძნობ, როგორ ფეთქავს მათი გულები ..
მათ სუნზე ვგრძნობ , თმაზე ხელის შეხებით სახელებს სიყვარულით ვეუბნები – მათი ამოცნობა ჩემში გამარჯვების ზეიმის აწყობს.
ერთი წერე, რომ დასრულდა და მეორე წრეზე წავედი:
-რა გავაკეთო ვფიქრობ და რაც ჩემში პასუხად პირველი დაიბადა ესაა მოვეფერო და ვუთხრა, რომ მიყვარს.
თვალზე აკრულ სიკაშკაშეში, მეორე წრეზე მივდივარ ვეხუტები ვეუბნები მათ , რომ ისინი მიყვარს.
მესამე წრეზე მახსენდება იქვე მდგარი დაფა მივდივარ და იქაც ვწერ სიტყვებს .. თუმცა ვიცი ახსნილი მასალა მასზე ვშლი და ვწერ დაფაზე მე თქვენ მიყვარხართ …
და საოცრება, როცა წრეში ვბრუნდები და ისევ ვკთხულობ :
ახლა რა გავაკეთო???
-რა გინდოდა რა ითხოვე თვიდან ?? მეკითხება ლექტორი:
-თავისუფლება !! არ ვაყოვნებ პასუხს თუმცა კითხვის გაჟღერებისთანავე ჩემში პასუხი დაიბადა:
დავინახე, როგორ ვტრიალებ ჩაკეტილ წრეში
და გარშემომყოფებს სიყვარულს ვთავაზობ !!!
– რა მინდა შინაგანი თავისუფლება !!
რომელი თავად უნდა დაბადო შენში გაარღვიო შენში და შენით აშენებული ჯაჭვის წრე . შენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს ზოგჯერ კი საჭიროა აგრესია, რადგანაც სიყვარული უფრო მეტად ავიწროვებს წრეს, რომელშიც ხარ
– ვპასუხობ !!!
და აქვე მივხვდი რატომ ავიწროვებს
პოზიტიურ ადამინთან ყველას უნდა ურთიერთობა….
და ვიგრძენი , როგორ სანთელივით ჩამომადნა ჩამოიღვენთა ყველა სულის ბორკილი , რომელიც აქამდე მიტარებია ..
ნინო გვაზავა