იდეალური ჯანმრთელობა და ფიტნესი -ბრაიან თრეისი
გადახედეთ თქვენ ახლანდელ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას
1. ხუთი წლის შემდეგ, თუ იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იქნებოდით, როგორი იქნებოდა თქვენი შესახედაობა, რას იგრძნობდით?
2. რა იქნებოდა თქვენი იდეალური წონა?
3. რა სიხშირით ივარჯიშებდით კვირაში?
4. როგორი იქნებოდა თქვენი საერთო ჯანმრთელობის დონე?
5. რა ცვლილებებს განახორციელებდით დღეიდან, თქვენს დიეტაში, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობაში?
შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანი ხართ. თქვენ გარე სამყაროსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი სარგებელი მოგაქვთ, თქვენ ქმნით განსხვავებას თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრებაში.თუ თქვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრება იდეალური იქნებოდა:
1. რა საქმიანობით იქნებოდით დაკავებული?
2. რომელ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებდით?
3. რა არის ის მოვლენები, რომელიც თქვენი ღრმა რწმენით დახმარებას საჭიროებს და როგორ შეგიძლიათ უფრო ღრმად ჩაერთოთ ამ პროცესებში?