უბრალოდ გააკეთეთ! -ბრაიან თრეისი
მოქმედებაზე ორიენტირება გამოარჩევს ერთმანეთისგან დიდი და პატარა მიღწევების მქონე ადამიანებს. ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად რთულ მიზნებს აღწევენ, მუდამ მოქმედებაზე არიან ორიენტირებულნი.
ისინი მუდამ წინ მოძრაობენ, ყოველთვის დაკავებულები არიან. მათ მუდამ ახალი იდეები აქვთ და მათ მისაღწევად ძალ–ღონეს არ იშურებენ.რაც შეეხება მას, ვინც არ ისე მაღალი მიღწევების დონით გამოირჩევა, მასაც ხშირად აქვს კარგი იდეები, მაგრამ არც კარგი მიზეზების გამოძებნა უჭირს მათზე უარის სათქმელად.გამოსცადეთ საკუთარი ნიჭი, ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები. თუ გსურთ თქვენი მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინოთ (რომლის საზღვრები ვირტუალურად არ არსებობს), უპასუხეთ ამ კითხვებს:
1. რა დამატებით ცოდნასა და თვისებებს შეიძენდით, დღეიდან ხუთი წლის განმავლობაში?
2. რომელ სფეროში იქნებოდით ცნობილი, როგორც საუკეთესო პროფესიონალი?
3. რას გააკეთებდით, რას გაიღებდით იმისათვის, რომ თქვენი დარგის საუკეთესო პროფესიონალთა შორის აღმოჩენილიყავით?
როდესაც ამ კითხვებს უპასუხებთ, კიდევ ერთ დამატებით კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა: „როგორ?“ .
კონკრეტულად კი, როგორ უნდა შეიძინოთ ის თვისებები და ცოდნა, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ?