წარმოიდგინეთ იდეალური ოჯახური ცხოვრება-ბარაიან თრეისი
შეხედეთ თქვენს ახლანდელ ოჯახსა და ურთიერთობებს, წამოიდგინეთ იგი მომავალ ხუთ წელში:
1. თუ ხუთი წლის შემდეგ თქვენი ოჯახური ურთიერთობა იდეალურია, როგორი იქნება იგი?
2. ვისთან ერთად იქნებით? ვისთან ერთად არ იქნებით?
3. სად და როგორ იცხოვრებთ?
4. როგორი იქნება თქვენი ცხოვრების პირობები?
5. როგორი ურთიერთობები გექნებათ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, დღეიდან ხუთი წლის შემდეგ, თუ ყველაფერი იდეალურად იქნება?
როდესაც თქვენს იდეალურ მომავალს წარმოიდგენთ, ერთადერთი შეკითხვა რომელიც უნდა დასვათ არის „როგორ?“ ეს უდიდესი ძალის მქონე შეკითხვაა.
მისი დასმა სტიმულს აძლევს თქვენს შემოქმედებით უნარს და აყალიბებს იდეებს, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.
წარუმატებელი ადამიანები, ყოველთვის ფიქრობენ შესაძლებელია, თუ არა მათი გარკვეული მიზნების მიღწევა. ისინი კი ვინ დიდ მიზნებს აღწევენ სვამენ კითხვას „როგორ?“, შემდეგ კი საქმეს ჰკიდებენ ხელს იმისათვის, რომ თავიანთი ხედვა და მიზნები რეალობად აქციონ.