ყველა დაბრკოლება ახალი შანსია ცხოვრებაში
ადამიანი იბადება, იზრდება, ვითარდება, შედის ხანდაზმულ ასაკში და მერე ისევ მიწას ებარება.
ალბათ არ მოიძებნება ისეთი ადამიანი ვისაც არ უნატრია წარსულ დროში დაბრუნება, რათა შეეცვალა ბევრი რამ. ბევრსაც სხვანაირად გააკეთებდა, სულ სხვანაირად იმსჯელებდა სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, ადამიანებზე, გრძნობებზე, შეცდომებზე , სიამოვნებასა და უსიამოვნებებზე, მაგრამ დგება ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში სიძნელეები, რომლისთვისაც დროსაც ადამიანის ჰგონია, რომ აქ ჩარჩება გაიჯედება, ვეგარ გამოვა ამ წყვდიადიდან და ადამიანი იწყებს ბრძოლას. ბრძოლას ცხოვრებასთან, სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ამ ბრძოლაში მას ჰგონია ,რომ გადარჩება.
ადამიანს ჰგონია, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ბრძოლაა. ბრძოლა გადარჩენისათვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ბრძოლა გადარჩენისთვის კი არ არის, არამედ ეს ბრძოლაა გაჩერების , გაშეშების, გადაჩეხვის, ხრამში გადავარდნის… და აი ამ ბრძოლაში იღლება ადამიანიც, მას სხეულის ყველა კუთხე-კუნჩული ეღლება. ნებდება … ნებდება სამყაროს ,საკუთარ თავს, ნებდება შემოქმედს. მაგრამ მე ვიტყოდი ეს დანებება კი არა არაის, პირიქით ნდობის გამიცხადებაა სრულად სამყაროსა და საკუთარ თავზე.
აი მაშინ იწყებს ადამიანი ხელახლა დაბადებას, ხელახლა გამოძერწვას.
იგივე სხეულით იგივე სულით , მაგრამ იბადება ადამიანი რომელსაც ნამდვილი მე უყალიბდება. ნელ-ნელა იწყებს ფეხის ადგმას, როგორც ჩვილი ბავშვი, ყველა ნაბიჯის შეხედულებას ხელახლა ეცნობა და სწავლობს ეს პროცესი კი ძალიან საინტერესო, უჩვეულო და სასიამოვნოა.
სწორედ ამ დროს ხვდება ადამიანი რომ ცხოვრებაში მთავარი ურთიერთობებია ნამდვილი და გულრწფელი ურთიერთობები , რომელიც ბენიერებას ანიჭებს საერთოდ სამყაროს, თვითონ ადამიანის, იმ ადამიანებს ვისთანაც ურთიერთობს ეს ყოველივე შესანიშნავია .
თითქოს პირველად დგება წელიწადის დროები, პირველად ნახულობს გაზაფხულს, ზაფხულის შემოდგომას და ზამთარს. ფოთოლცვენას უყურებს და ტკბება, თითქოს ადრე არ იყო ასეთი შემოდგომა, მხოლოდ ახლაა ამ ფერად ფოთლებში იყურება და მიეცემა ცხოვრების განცხრომას და ამ განცხრომაში ჩაკარგული ხვდები რომ ყველა ეს შეცდომა ცხოვრებაში დაშვებული საჭირო და აუცილებელია , ეს გაკვეთილია იმისათვის რომ უკეთესი გახდე, ყველა დაბრკოლება კი შანსი ახლიდან სამყაროს დანახვისთანავე, აუცილებელია ეს სიბრმავე სულიერი და აზრობრივი სიბრმავე მალევე განკურნოს მალევე დაუბრუნდეს ადამიან მხედველობა სანამ ცხოვრება ჩაივლის ხელს დაგიქნევს კარებს გაიხურავს და დაგემშვუდობება.
იცხოვრე სანამ ცოცხალი ხარ და იცოცხლე სანამ ცხოვრება შეგიძლია!
თეონა გაბუნია