დრო საკმარისია?
ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება , რომ ვერ ვასწრებთ საჭირო საქმეების დასრულებას, ყველაფრის გაკეთება გვინდა მაგრამ შექმნილი დისკომფორტი არ გვაძლევს, რომ თავს დასვენების უფლება მივცეთ.
ჩვენ ვერ ვმართავთ ყველაზე ძვირფას რესურს დროს. ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება სამსახური, სოციალური ქსელი, პირადი ურთიერთობები, არაეფექტურად გადანაწილებული სამუშაო დღე. გვიჩნდება უკმაყოფილების განცდა საკუთარი საქმის და პიროვნების მიმართ რაც იწვევს შემდგომში ახალი შესაძლებლობების გამოჩენისას პესიმიზმის საფუძველს.
“ამის დრო არ მაქვს”, “მაინც ვერ მოვასწრებ”… მსგავს ფრაზებს ვუმეორებთ გამუდმებით საკუთარ თავს.
საჭიროა გაცნობიერება იმის, რომ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გვსურს, თუ კი არ გვეცოდინება დროის სწორი მართვა. გასათვალისწინებელია, რომ დრო ისევ იმდენია, ყველას ერთნაირი რაოდენობით გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ ამ დროს, გვეჩვენება, რომ ის არასაკმარისია.
ადამიანებს დროის ინდივიდუალური აღქმა აქვთ.
დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგვეცვალოს დროის სისწრაფის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ჩვენი ასაკი, წლების მატებასთან ერთად უფრო გვგონია და ვგრძნობთ თუ როგორ სწრაფად გადის დრო.
დამეთანხმებით ალბათ, რომ ცხოვრების მართვა არის დროის მენეჯმენტი.
ჩვენ შეგვიძლია მოვლენების თანმიმდევრულად გაკონტროლება , თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ და ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ვართ არჩევანში.
მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი საქმეები.
რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი უფრო წარმატებულია ვიდრე სხვა?
-პასუხი მარტივია, ისინი შესანიშანავად განაგებენ საკუთარ დროსა და იციან დროის მენეჯმენტის აუცილებელი ნიუანსები, მათ ზუსტად აქვთ განსაზღვრული ცხოვრების მიზნები, პრიორიტეტები , ეფექტურად მართავენ საკუთარ რესურსებს ეფექტურად მართავენ დროს.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ?
- უნდა შევიმუშაოთ საკუთარი თავის დისციპლინა;
- მოვუწოდოთ საკუთარ თავს უარი თქვას არასარაგებლო საქმეებში დროის ხარჯვაზე;
- ნაკლები დრო დაუთმოთ სოციალურ ქსელებს;
- უარი ვთქვათ, ისეთი გადაცემების ყურებაზე, რომელსაც ნეგატივის მეტი სასარგებლო არაფერი გააჩნია;
- დილიდანვე დავიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება და არ გადავიდეთ მეორე ახალ საქმეზე , მანამ სანამ არ დავასრულებთ პირველ საქმეს.
დროის სწორად მართვა გვეხმარება ვიყოთ თავდაჯერებული, ოპტიმისტი, ენერგიულები, როდესაც ჩვენს გაკეთებულ საქმეებს გადავხედავთ სიამაყის განცდა გვეუფლება საკუთარი თავის მიმართ. თუ დროის მართვას დავიწყებთ დღეიდან შეიცვლება ჩვენი ცხოვრების ხარისხი , უფრო კმაყოფილი ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ, გატარებული დღითა და შესრულებული საქმეებით, ადამიანებს არ შეგვიძლია დროის გაჩერება და დამორჩილება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი დაგეგმვა და სასარგებლო გამოყენება.
ავტორი: ქეთი ქოქაშვილი