არასდროს დამავიწყდება რისთვის დავიწყე!
რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, (როგორ მომნატრებია),მახსოვს, გონებაში ლურსმანივით როგორ ჩამეჭედა – ამ აკადემიაში უნდა ვისწავლო!
მერე რაა , რომ აზრზე არ ვარ რა უნარები შეიძლება დამჭირდეს.
მერე რაა, რომ სწავლის საფასურიც მარტომ უნდა ვუზრუნველყო.
მერე რაა,რომ ბევრი მოვალეობები მაქვს და სულ დროის უკმარისობას განვიცდი.
მერე რა, რომ იქ შეიძლება ჩემზე ძლიერები იყვნენ და თავის სათანადოდ წარმოჩენა ვერ შევძლო!
მადლობა ღმერთს, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო ბევრად მტკიცე, ვიდრე ეს სასაცილო რწმუნებულებები!
ინტუიციით ვგრძნობდი რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას არასდროს ვინანებდი, ამ გადაწყვეტილების არ მიღებას კი აუცილებლად.
რატომ ?
იმიტომ რომ, საკმარისია ერთ წრეზე ტრიალი!
იმიტომ რომ, თუ სურვილი გაქვს ყველა შესაძლებლობა გაჩნდება!
იმიტომ რომ, არ მსურს ვინმემ მმართოს!
იმიტომ რომ, მივყვე ჩემს გულს და ინტუიციას!
იმიტომ რომ ცოდნა უპირობო იმუნიტეტია!
იმიტომ რომ, მეოცნებე ვარ, რომელიც უკეთეს მომავალს ელის!
და კიდევ
იმიტომ რომ, აკადემიის სახით,საკუთარ თავს დიდი საჩუქარი მივუძღვენი და მინდა ჩემი პოზიტივი სხვებს გავუნაწილო!
ეკატერინე გოგიძე