ჩემს გარშემო “ცოტა” სიხარულია, მაგრამ გავხდი მეტად თავდაჯერებული
უკვე 12 წელია ვარ ემიგრანტი . ჩემი ყოველი დღე ერთნაირია .
აქ სიხარული “ცოტაა”! თუმცა ამ ცხოვრების წესმა მომცა იმის საშუალება რომ უკეთ გამეცნო საკუთარი თავი და გამეგო ჩემი პიროვნული შესაძლებლობები.
აქ ვირწმუნე რომ მე დაბნეული და უსუსური კი არა არამედ ძლიერი ხასიათის ადამიანი ვარ!
მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით არსებობს იმედი რომ ნებისმიერ პირობებში შეგვიძლია გვქონდეს გაწონასწორებული ცხოვრება, მოჭრილი და შეკერილი ჩვენი პირადი შესაძლებლობების თარგზე!
რაც არ უნდა ჩქარი და მოუთმენელი იყოს ჩვენი ცხოვრების რითმი ჩვენ ვალდებულნი ვართ თუნდაც წამით გავჩერდეთ და დავფიქრდეთ თუ რა არის ის რასაც ჩვენი შინაგანი “მე” ითხოვს ჩვენგან…
და აი ზუსტად ამ დროს აღმოვაჩინე, რომ თუნდაც ასეთი ცხოვრების ფონზე მე შემიძლია გავხდე კიდევ უკეთესი! გავხდე მეტად თავდაჯერებული! ასე ჩავწვდი ჩემს სულს და ვიპოვე ის წყარო რომელიც ჩემში დღეს სიხარულად მოედინება და ეს თქვენი აკადემიაა!!
და ბოლოს გამიგია”რასაც მთელი გულით ინატრებ, როდესღაც მთელი სამყარო ისე მოეწყობა რომ ეს ნატვრა აგისრულდესო”!
ვფიქრობ დადგა ნატვრის ასრულების დრო!
გაბედეთ და ინატრეთ მთელი გულით
ნათია ნაწიფაშილი