კარმის (კარმული) კანონი
ეს მოხდა 1994 წლის გაზაფხულზე. ახალგაზრდა ამერიკელმა რონალდ ოპუსმა გადაწყვიტა თავი მოეკლა. თავის უკანასკნელ წერილში ის წერდა, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა ფინანსური პრობლემებისა და იმის გამო, რომ მშობლები არასდროს ედგნენ გვერდით და არ ეხმარებოდნენ მატერიალურად. მას შემდეგ, რაც მისტერ ოპუსმა დაწერა წერილი, ის ავიდა ფანჯარაზე და მეცხრე სართულიდან გადახტა.
რონალდი ამას სავარაუდოდ არც გააკეთებდა, რომ სცოდნოდა, რომ ფანჯრის მწმენდავებმა სწორედ იმ დღეს, უსაფრთხოების მიზნით მეშვიდე სართულზე დამცავი ბადე დაამონტაჟეს. ასე რომ, ორი სართულის ვარდნის შემდეგ რონალდი დაეცემოდა ბადეს და გადარჩებოდა, მაგრამ უეაცრად მოხდა საოცარი რამ.
გამოძიებამ მალევე დაადგინა ახალი ფაქტები. აღმოჩნდა რომ : მოხუცი კაცი, რომელიც მე-8 სართულზე ცხოვრობდა ესროდა თავის ცოლს, მაგრამ ააცილა და ტყვია ფანჯარას მოხვდა. გამომძიებლებმა ზემოთ ხსენებულ მუხლს გონებაში უკვე მიუმატეს წინასწარი განზრახვით მკვლელობის მცდელობა ცოლის მიმართ.
ბრაზისა და ცოლთან ჩხუბის დროს, მოხუცი ყოველთვის იღებდა ხელში სანადირო თოფს, რომელიც იქვე კედელზე ეკიდა და აშინებდა ცოლს სასხლეტზე თითის დაჭერით. ეს ერთგვარი ოჯახური რიტუალი იყო. ცოლ-ქმრის განცხადებით, აღნიშნული თოფი მუდამ ეკიდა კედელზე და ის არასდროს არავის დაუტენია.
შვილმა იცოდა, რომ მამა ხშირად ემუქრებოდა დედას იარაღით, რომელიც კედელზე ეკიდა. მან ჩუმად დატენა ის, იმ იმედით, რომ მორიგი ჩხუბისას მამა მოკლავდა დედას, თავად კი ციხეში მოხვდებოდა. თუმცა შვილის იემდგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა , რომ ცოლ-ქმარი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდა.
-სად არის ის არამზადა?! – იკითხეს პოლიციელებმა.
-როგორ თუ სად? გაიკვირვა მოხუცმა. ის ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს…
დიახ, ძებნილი შვილი სწორედ რონალდ ოპუსი აღმოჩნდა! მან დატენა იარაღი, მაგრამ, როდესაც შურისძიება არ გამოუვიდა, ის სასოწარკვეთილი გადახტა ფანჯრიდან და მამამისის ნასროლი, საკუთარი ხელით ჩადებული ტყვია მოხვდა.