თქვენ გიყვართ უპირობოდ?
ყველას გვსმენია უპირობო სიყვარულის შესახებ. რა არის უპირობო სიყვარული. უპირობო სიყვარული არის , როდესაც მშობელს შვილი უყვარს ყოველგვარი პირობების მოთხოვნის გარეშე. მაგ: ის რომ ჭკვიანია ,ლამზია დ.ა.შ არამედ ის რომ არის უბრალოდ მისი შვილი.რა ხდება ჩვენ რეალობაში , როდესაც მშობლები იყენებენ შემდეგ ფრაზებს მე შენ მეყვარები იმ შემთხვევაში თუ შენ გაკვეთილს ისწავლი, თუ შენ არ მიიღებ 10 იანს მე არ მეყვარები.ბავშვი იწყებს ფიქრს, მე ვეყვარები მშობელს იმ შემთხვევაში თუ მე გარკვეულ ქცევას განვახორციელებ.
როდესაც ის იზრდება და მას დააკლდა უპირობო სიყვარული, მთელი ცხოვრება არის იმის ძიებაში , რომ ნახოს ადამიანი, ვინც მას უპირობო სიყვარულს მისცემს. უმეტესწილად ასეთ ადამიანებს ვერ ნახულობენ და იმედი უცრუვდებათ.
მიზეზი მშობლის ქცევის არის ბავშვობაში ,მას ბავშვობაში ზრდიდნენ ამ მეთოდით.ჯერ დისწიპლინა და შემდეგ სიყვარული.ჯერ ბავშვმა უნდა იმეცადინოს და მერე უნდა გამოავლინოს სითბო დედამ.როცა პირიქით უნდა მოვიქცეთ ჯერ უნდა გამოვავლინოთ ,სითბო და სიყვარული ბავშვის მიმართ და მერე დისწიპლინა.
როგორც ბავშვებს ისე დიდებს უნდა ვუთხრათ რომ ჩვენ ისინი გვეყვარებიან ყოველგვარი მათი მოქმედების შედეგად, ჩვენ მათ მხარში დაუდგებით ნებისმიერ სიტუაციში.როგორც კი ამ სიტყვებს გავუჟღერებთ მათ ისინი გამოხატავენ თავიაანთ თავებს, გახდებიან გახსილები, სამყაროს მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ , საკუთარი თავის მიმართ და თავიაანთ პოტენციალს მაქსიმალურად გამოავლენენ, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევენ.
ქეთი ქოქაშვილი