გახსოვდეთ მეორე ცხოვრება არ გექნებათ
თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, გაღიზიანებთ ყველა და ყველაფერი, პარტნიორთან ურთიერთობას ვერ აწყობთ ან საერთოდ სიმარტოვე გტანჯავთ-ერთი სიტყვით როცა არაფერი არ ეწყობა ამ ცხოვრებაში-ეს ნიშნავს, რომ მოვიდა დრო- შეიყვაროთ საკუთარი თავი.
– თუკი თქვენ არ შეიყვარებთ თქვენს თავს, თუკი თქვენ არ დაუჯერებთ მას, სხვა არასოდეს არ შეგიყვარებთ, რადგან თქვენი ვიბრაციები, თქვენს ირგვლივ მყოფთ შეაფერხებს და შეაკავებს.
-თუკი საკუთარი თავი არ შეიყვარეთ ცხოვრების ვერც ერთ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევთ.
-ნუ დარდობთ და ჯავრობთ თანამედროვე ცხოვრების დაწესებული სტანდარტებით თუ ვერ ცხოვრობთ: ახალი მანქანა, ახალი სახლი, მოდური ტანსაცმელი, მაღალი შემოსავალი. შეიყვარეთ თქვენი თავი იმით რაც გაქვთ და უფრო მეტი მოგეცემათ.
– არასოდეს შეედეროთ სხვას, იყოთ მისნაირი ან მასზე უკეთესი. ყველას გვაქვს რაღაც კარგი და რაღაც არც ისე კარგი. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ: თქვენი ფიზიკურობით, თქვენი სუსტი მხარეებით, თქვენი ტკივილით და მოგონებებით, თქვენი სურვილებით და ოცნებებით. შეიყვარეთ, რადგან გახსოვდეთ მეორე ცხოვრება არ გექნებათ.
-არ იწუწუნოთ ცხოვრებაზე, თქვენს პრობლემებზე. არ ჩაიციკლოთ წარსულზე. თუკი საკუთარი თავის პატიება არ შეგიძლიათ, ვერასოდეს ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს.
-ნუ შეგეშინდებათ დაცემის, სიმარტოვის, უიმედობის, მუდმივი წარმატება არ არსებობს. ღამეც ისეთივე აუცილებელია, როგორც დღე. სასოწარკვეთილების დღეებიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიხარულის.
-იყავით თავისუფლები, ლაღები. მშვიდად იმოძრავეთ დროსთან ერთად სიტუაციების მიხედვით.
-გახსოვდეთ თქვენ ყოველთვის გაქვთ მიზეზი გაიღიმოთ და იყოთ ბედნიერი.
ქეთი ზალკალიანი