უმადურობა, უძირო ორმოა ჩვენს წინ!
სამყაროში ბევრი სიკეთეა, ღმერთმა უხვად დაგვაჯილდოვა, განუსაზღვრელია სიყვარულიც, სილამაზეც, მატერიალური სიკეთეც, მთავარია ეს დავინახოთ, შევამჩნიოთ. ბედნიერება, არა რამე კონკრეტული, არამედ სულის მდგომარეობაა, დაინახო ის რაც გქვს, შეიგრძნო და იყო ყოველი წვრილმანით ბედნიერი.იყო მადლიერი არსებულით,რათა სამყარომ მეტი მოიღოს ჩვენზე და ჩვენთვის, თუმცა ადამიანები,მადლიერების ნაცვლად უმადურობას გამოვხატავთ, ნაკლს ვეძებთ და რასაც ვეძებთ ვპოულობთ კიდეც. სამყაროში,ყველაფერია,იპოვი იმას, რასაც დაუწყებ ძებნას,მიიღებ იმას რასაც ირწმუნებ, მოვა ის რასაც დაელოდები!
უმადურობა, უძირო ორმოა,ჩვენს წინ!უმადურობა ორმოა,რომელშიც სამყაროს მიერ გამოგზავნილ ყველა სიკეთეს ვყრით და ჩვენამდე არ ვუშვებთ,ვწუწუნებთ,ვბრაზს ვაფრქვევთ სამყაროს უსამართლობაზე და ამით ამ ორმოს ისე ვადიდებთ,სამყაროც ამჩნევს უმადურობის უძირო ორმოს და აღარ ირჯება,მიდის სიკეთე , სიყვარული და წარმათება იქ,სადაც მადლიერებით შემოსილები,ლამაზ ყვავილებს აყვავებენ ირვლივ. მადლიერება ყველაზე საოცარი გრძნობაა,სულს სიკეთით და სიყვარულით ავსებს ,იზიდავს ყოველივე კარგს და მას ღებულობს როგორც სამყაროსაგან მიღებულ ჯილდოს.
მადლიერება გამოვხატოთ ყოველი დღისთვის,ყოველი წამისთვის,შვილებისთვის,მშობლებისთვის,დედმამიშვილებისთვის, მეგობრებისთვის,მზიანი დილისთვის,თუნდაც ქარისთვის,წვიმისთვის,თავზე ჭერისთვის,ფინჯანი ყავისთვის,ფიქრის უნარისთვის,სიყვარულისთვის და ასე დაუსრულებლად….
გაავასოთ სული მადლიერებით,გული სიყვარულით და ჩვენ შეივგრძნობთ სამყაროს მშვენიერებას.
მუდამ გვახსოვდეს,რომ უმადურობა,ორმოა ჩვენს წინ არსებული,რომელსაც მუდმივი წუწუნით და უკმაყოფილებით ვზრდით.
შეიგრძენი სამყაროს მშვენიერება, დატკბი ყოველი წუთით,ეს დრო შენია!
დარე სუხმანი