მტერი საკუთარ თავში ეძებე!
,,რასაც ვაღწევთ” ან ,,რასაც ვქმნით” იმას არ ვაფასებთ და გამუდმებით ვითხოვთ რაღაც ახალს, ზოგჯერ კი ადამიანები ვერც კი გარკვეულან თავის თავში რა სურთ და თავის წარუმატებლობას აბრალებენ უბედობასა და უიღბლობას.
მოვიშველიებ უდიდესი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნათქვამს: „მტერი საკუთარ თავში ეძებე!“
რა თქმა უნდა ეს ასეა! ჩვენი წარუმატებლობის მიზეზები ჩვენშივე უნდა ვეძებოთ! მიზანი ჩვენვე უნდა დავისახოთ და მისკენ ნაბიჯებიც ჩვენვე უნდა გადავდგათ! ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს! არ დაემსგავსოთ ზღვაში უმისამართოდ დაკარგულ ნავს, რომელმაც არ იცის საით, რა მიმართულებით გაცურავს. დაისახეთ მიზნები! თქვენვე შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გინდათ და მოიპოვეთ წარმატება! არ გაჩერდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე! შიშს, უუნარობას არ მისცეთ თქვენში არსებობის უფლება! არ დაგაბრკოლოთ ამ ყველაფერმა, რადგან ახლა სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ: ყველა დაბრკოლების დაძლევა, ყველა უნარ-ჩვევის გამომუშავება შესაძლებელია, ამაში მხოლოდ ერთი მარტივი რამ არის საჭირო ეს მხოლოდ მონდომებაა, შესაძლოა ის ძლიერი მოტივაციადაც იქცეს, რომელმაც არ მოგასვენოთ და არც კი დაგაძინოთ ღამეები! ეს ძლიერი სურვილი ბევრს შეგაძლებინებთ ერთ მარტივ ნაბიჯს სხვა უფრო და უფრო დიდი ნაბიჯები მოყვეს და სამყაროს ყველა კარი გაიღება თქვენთვის.
გაგზავნეთ სამყაროში დადებითი ენერგია და ბუმერანგივით უკან დაგიგიბრუნებათ. როდესაც ჩავაბარე ქოუჩინგის აკადემიაში მე დავიბრუნე მადლიერების გრძნობა. ყოველი მშვიდობიანი დილა, მშვიდობიანი დღის დასრულება მახარებს და მაბედნიერებს. ჩემო კარგო მკითხველნო თუ თქვენში გავაღვიძე ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც სადღაც გულის კუნჭულში მიძინებული იყო და ისე ღრმად ეძინა, რომ არც კი გესმოდათ მისი სუნთქვა, ახლა კი გაიღვიძა და იწყებს საუბარს და თქვენც გესმით მისი ხმა თუნდაც ჩურჩულით, მე ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები. . . . .
დაიწყე სვლა შენ ამას შეძლებ! სხვამ თუ შეძლო ეს შენც გამოგივა! და რაც ყველაზე მთავარია მიზნის მისაღწევად: სიმშვიდე სიმშვიდე და სიმშვიდე
ნათია ფარემუზოვი