მე ვიპოვე ის გზა, რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში
აფირმაცია მაგიის მსგავსია. არსებობს უამრავი მსგავსი მაგია, რომელიც იზიდავს წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ა.შ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მაგია საბოლოოდ მთავრდება ჩვენი აზრებით, რისიც ჩვენ გვჯერა ან გვწამს და ა.შ. ეს სამყარო ხომ ზუსტად შეიქმნა აზრებით თუ როგორი უნდა ყოფილიყო და ამაში ჩაიდო დიდი ძალისხმევა , რომ სამყარო შექმნილიყო ასეთი მშვენიერი ჩვენთვის.
აფირმაცია ეს არის ჩვენი აზრები და რწმენა. მთავარია უნდა ვიცოდეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ის. ეს არის ერთგვარი მარცვალი, რომელიც უნდა დაითესოს ჩვენს ქვეცნობიერში და აღმოცენდეს ჩვენს ცნობიერში. რა აზრებით და რწმენით შემოვიფარგლებით ის აღმოცენდება. ამისათვის უნდა დამუშავდეს ნიადაგი – ანუ მოვაშოროთ ის აზრები, რომელიც ხელს გვიშლის ჯანსაღი ნაყოფის აღმოცენებაში. მაგ: „მე არ მინდა მთელი დღე უმოქმედოდ ვიჯდე და გავატარო დრო ფიქრებში“. ეს აზრი არასწორია, იმიტომ რომ წინადადებაში ურავია ჩვენი ქვეცნობიერიდან გამომდინარე ნაწილაკი „არ“. ნიადაგი , რომ გასუფთავდეს, ჯერ ეს ნაწილაკი უნდა მოვაშოროთ ჩვენი აზრებიდან და შემდეგ ვიწყებთ დამუშავებას ნიადაგის – ანუ უნდა დავფიქრდეთ თუ რა გვინდა სინამდვილეში . მაგ: „მე მინდა ვიპოვო ის გზა , რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში“ და კიდევ უკეთესი „ მე ვიპოვე ის გზა, რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში“
აფირმაციის ფორმულა: „ მე ვარ ბედნიერი + მე დღითი-დღე ბედნიერი ხვდები“. ეს ხაზი არ უნდა გაწყდეს და უნდა იყოს უსასრულო იმ ენერგიების მიღება, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო და საუკეთესოა. ზუსტად ეს არის ის მარცვალი, რომელიც უნდა აღმოცენდეს ჯანსაღი ნიადაგიდან და შემდგომ მივიღოთ ჯანსაღი ნაყოფი. ეს არის რწმენა იმისა, რომ უკვე არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ის, რისი მიღება გვსურს და უნდა დავიჯეროთ, რომ ეს შესაძლებელია.
მოამზადა: ანტონინა დარჩიამ
© IBEL ACADEMY