ადამიანები, როდესაც თავს კარგად გრძნობენ, სავსე არიან ბედნიერი წუთებით
☑️დროს, როდესაც გამონახავ და სტატიას გაეცნობი, ეს ნაწერი შენს ცხოვრებას შეცვლის და ბედნიერების თითოეულ წუთს შიშის გარეშე შეიგრძნობ.
☑️ ადამიანები, როდესაც თავს კარგად გრძნობენ, სავსე არიან ბედნიერი წუთებით და ცხოვრება უხარიათ, რადგან ფიქრობენ რომ ბევრ სიცილს ხშირად მოჰყვება ცრემლი, აქვთ მოლოდინი, რომ სიხარული აუცილებლად იმედგაცრუებით შეიცვლება. ამ მოლოდინის გამო ადამიანი ვერ ახერხებს ბედნიერი წუთებით ტკბობას, აქვს მომავლის გაუცნობიერებელი შიში და ბედნიერებაც კარგავს თავის ხიბლს.
ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა ფსიქოლოგიური განწყობა რომ სიხარულს ყოველთვის მწუხარება მოსდევს. გაიხსენეთ, ბავშვობაში, რამდენჯერ გვეუბნებოდნენ რომ სიცილს ტირილი მოჰყვება და რომ ეს არის სამყაროს კანონზომიერება.
☑️ ეს არის იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც მხიარულების შემდეგ, რამდენჯერმე ცუდი ამბების მომსწრენი გახდნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა გასჩენოდათ ბედნიერების მიმართ გაუცნობიერებელი შიში და ეს შიში მემკვიდრეობით გადაეცათ შთამომავლებისთვის. ბედნიერებას არ მოყვება უბედურება. ეს ჩვენ ვაზროვნებთ არასწორად და ბედნიერების შემდეგ, ველოდებით იმედგაცრუებას. ნუ დაელოდები მას, ისიამოვნე თითოეული წუთით,იყავი ბედნიერი და მიიღე მშვენიერი ენერგია.
☑️ როდესაც სავსე ვართ ბედნიერებით, მომდევნო წუთებში, როგორი სახის ინფორმაციაც არ უნდა მივიღოთ, ნეგატიურ ინფორმაციად აღვიქვამთ მას, სწორედ, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ბედნიერ წუთებს ყოველთვის მოჰყვება ცუდი. დამერწმუნეთ, ეს ნებისმიერი რამე, სხვა დროს რომ მომხდარიყო, ამდენ ყურადღებას არ მივაქცევდით, ან ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვლიდით.
ასე რომ ისიამოვნეთ ბედნიერებით,მას თითქმის არასოდეს მოსდევს უბედურება კვლადაკვალ, ჩვენ თავად ვიშხამებთ ლამაზ წუთებს ცუდის მოლოდინით. ბედნიერების დროს იფიქრეთ ისევ ბედნიერებაზე, რომ ცხოვრებაში ხშირად გვექნება ლამაზი წუთები, რადგან ადამიანი იმსახურებს ამას.
დადუნა ნადარაია