ცნობიერება განსაზღვრავს / ყოფიერებას
*ყველგან და ყველაფერში დაეყრდენი საკუთარ თავს, ის გაპოვნინებს ყველაფერს რასაც ეძებ, იპოვი აუცილებლად ყველაფერს კარგს ერთ დღესაც აღმოაჩენ, ის რაც ღრმად იყო ჩაძინებული, იწყებს შენში გამოფხიზლებას, და როცა აიხედები ცაში და უფალს დახმარებას სთხოვ ,შენს წინ ულამაზესი “ცა “ულამაზეს თეთრ და ცისფერში მოქაგულ-მოჩუქურთმებულ საოცრებას დაინახავ შენ დაინახავ ყველაფერს რასაც ეძებდი, დაიწყებ გაცნობიერებას რა არის შენს ირგვლივ ხილულიც და უხილავიც,,
შენს ცნობიერს უჩნდება მადლიერების გრძნობა როცა დაიწყებ აღქმას იმ სილამაზეების რაც არის გარე და შიგნით სამყაროში როცა დიდხანს ეკითხები საკუთარ თავს, საიდან მოვდივარ? ვინ ვარ? და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ შენ ულამეზესი-უ მშვენიერესი გზა გამოიარე თავისი ეკალ- ვარდებით “რამაც არ მოგკლა გაგაძლიერა” და დღეს იცი რომ შენ ხარ:
ლამაზი ,მშვენიერი სამყაროს და უფლის ქმნილება… არასდროს გაჩერდე, ეძიე კარგი,აივსე პოზიტივით, ბედნიერბით,და ის აუცილებლად მოგეცემა!
მე ეს გამომივიდა,მე ეს შევძელი და ეს შენც აუცილებლად გამომივა….რამოდენიმე წლის წინ მეც რომ წამეკითხა მსგავსი სტატია ვერ დავიჯერებდი, თუ რაიმე კარგი იქნებოდა მომავალ ცხოვრებაში!
მეგონა იქ იყო სამყაროს დასასრული, სადაც რუტინულად პრობლემაში ვტრიალებდი,და მართლაც საოცრად, ეხლანდელი გადასახედიდან ძალიან მალე გათენდა ამ გაცნობიერების დღე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ შემართებით, *ესეც გაივლის **ამ სიტყვებით და მართლაც მერწმუნეთ, ვინც მიცნობს და მხედავს ეხლა მათ ჯერავთ უკვე რომ ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრება ძალიან მალე კარგისკენ შეცვალოს, ვინც არ მიცნობთ და კითხულობთ ეხლა ამ სიტყვებს ირწმუნეთ ნამდვილად გამოგივათ ყველაფერი კარგი,ყველა აღმასვლის ნაბიჯები თქვენივე მოქმედებაზეა დამოკიდებული…
ჩემი ყოველდღიური განვითარების და მოტივაციისთვის იცით რა მეხმარება?ყოველ გასულ დღეს,წინა წლებს,რამოდენიმე თვეს და თუნდაც ერთი საათის წინ ვინ ვიყავი და ეხლა ამ წუთას ვინ ვარ?როგორ მივიღე ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოწვევა და რა სისწრაფით გავუშვი მე ის ჩემსგან?რამდენად მოვახერხე ეს?და პასუხი როცა დადებითია მე ვხდები ძლიერი და თავდაჯერებული!!!თქვენც შეძლებთ ამას!! .დაე ვიაროთ და იარეთ წინ და მხოლოდ აღმა!
.p.s ერთხელ უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ და მრავალჯერ,”ქოუჩინგის აკადემია”ჩემი ცხოვრების აღმაასვლა,ტრანსფორმაციაა სრული ჩემი შინაგანი სამყაროს
..მადლობა სამყაროს და მთელი აკადემიის შემადგენლობას. .
მარია შარაძე