იყავი ბედნიერი! შენ, ეს შეგიძლია!
იყო ბედნიერი,ეს,შენი კეთილი ნებაა. ეს, შენი დამოკიდებულებაა სამყაროს მიმართ. ადამიანებს,ძალიან ბევრი რამ გვაქვს ცხოვრებაში,რაც ბედნიერებას უნდა გვანიჭებდეს.ზოგჯერ,იმის ნაცვლად,რომ გვიხაროდეს და ვაფასებდეთ ყოველ წვრილმანს,ყოველი წამით ვტკბებოდეთ და ასე ბედნიერები, ვისახავდეთ ახალ მიზნებს,საკუთარ თავს წარუმატებელ ადამიანად მივიჩნევთ,ამის გააზრებით,კი, თავს იმდენად ვითრგუნავთ,რომ ახალი რეალობის შესაქმნელად ძალა და ენერგია ,აღარ გვყოფნის.
ცხოვრებაში ბედნიერება ბევრად მარტივად მიიღწევა,შეიგრძენი შენს ცხოვრებაში არსებული ყოველი წვრილმანი ,გაიხარე ყოველი გათენებული დღით,შენს გვერდზე საყვარელი ადამიანების არსებობით. შეცვალე საკუთარ თავთან დამოკიდებულება,შეცვალე სამყაროს აღქმა და შენ უბედნიერესი იქნები.
შეიყვარე სამყარო როგორიც არის,მიიღე ადამიანები როგორებიც არიან,შეიყვარე საკუთარი თავი და ეცადე გახდე უკეთესი. წარმატებისკენ მიმავალ გზას ხიდად :მადლიერება, სიყვარული, რწმენა და დაუღალავი შრომა უდევს. იყავი მადლიერი,იმის რაც გაქვს…
შეიყვარე შენი თავი და სრულიად სამყარო..
ირწმუნე, რომ ღვთის შვილი ხარ…
იშრომე დაუღალავად და შენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. უთხარი სამყაროს შენი გულისთქმა,იყავი თამამი შენს ოცნებებთან, ოცნებები მხოლოდ იმიტომ არსებობენ ,რომ ასრულდეს.
არასოდეს დაივიწყო ,რომ შენ ბედნიერებისთვის გაგაჩინა უფალმა.
დარე სუხმანი