მიღებული ცოდნა სწორად მივმართე და შედეგმაც არ დააყოვნა
მე ვარ ანა ვეფხვაძე, პროფესიით იურისტი, ქოუჩი და ქალთა ტრენერი. ვიყავი ინგა ბლესსის გულითადი მსმენელი, ინგას ტრენინგებზე ხშირად დავდიოდი, ძალიან შემიყვარდა, დავინახე, მოვუსმინე და ვენდე, ჩემს ყველა კითხვებზე სცემდა პასუხებს, რის შემდეგაც გადავწყვიტე უფრო საფუძვლიანად შემესწავლა და მოვხვდი ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემიაში, სხვათაშორის ჩემმა ოჯახის წევრებმა შემიწყეს ხელი და იოლად მივიღე გადაწყვეტილებაც.
ქოუჩინგის აკადემიამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემში, ყველაზე მნიშვნელოვანს ავღნიშნავ: სოციუმში გავრცელებულია ესეთი რწმუნებულება ,,სამსახურის შოვნა რთულია, სად იშოვება? ან ვინმე უნდა გყავდეს, რომ დაიწყო სადმე მუშაობა“ მეც მჯეროდა, რომ ზუსტად ესე იყო, მახსოვს ჩემს გუნდის წევრთან ქოუჩინგის აკადემიაში ვწერდი დავალებას ზუსტად ამ საკითხზე სესიას და დავგეგმეთ კიდევაც როგორ მეშოვნა კარგი სამსახური, თან ვხალისობდით ვფანტაზიორობდი რა ნაბიჯები უნდა გადამედგა, რომ მეშოვნა სამსახური, მაგრამ გავიდა დრო და ზუსტად იმუშავა ამ სესიამ, როგორც ჩემმა ისევე ჩემი გუნდის წევრის, ორივეს საკითხი თავიდან ხალისით ჩაწერილი და იუმორით, დღეს გადალახული გვაქვს ის საკითხები, რომელიც ჩვენთვის იყო იმ დროისთვის წარმოუდგენლად ძნელი.
და ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემიაში მიღებული ცოდნა დამეხმარა არა თუ მე მომეძია სამსახური, არამედ თვითონ მთავაზობდნენ ყველა მხრივ სამუშაოს სხვადახვა სფეროებში, ეს მართლაც საოცრებაა.
დღეს ვმუშაობ ჩემთვის საყვარელ სფეროში, ვარ ევგენია დრონის ქალურობის სტუდიის ხელმძღვანელი საქართველოში, ქოუჩი და ქალთა ტრენერი, რომელიც 10 წელზე მეტი ხანია წარმატებით მუშაობს კიევშიც. დღეს მე ვმუშაობ და კვლავ ვაგრძელებ განვითარებას პროფესიულად, რადგან როდესაც დაიწყებ პიროვნულ ზრდაზე მუშაობას და სამაყროს შეცნობას, ვეღარ გაჩერდები, იმდენად საინტერესოა ეს სფერო და ეს სივრცე.
მქონდა ბევრი შესაძლებლობები, პოტენციალი, მაგრამ ვერ ვმოქმედებდი, თითქოს სულ რაღაცას ველოდებოდი, რომ გამეჭრა ეს ლენტა, ინგა ბლესსის ქოუჩინგის აკადემიის შემდეგ, შემიძლია ჩავიხედო ჩემს საკუთარ თავში და გავარკვიო რა ხელის შემშლელი ფაქტორები, ბლოკები ან შიში არ მიშვებს, გავიაზრო და გავანეიტრალო, ამის შემდეგ გადავდგა ნაბიჯები მშვიდად ჩემი მიზნისკენ. ყველაზე დიდი გამარჯვება, სიამოვნება, არის არა იმაში, რომ სხვა ადამიანს შეეჯიბრე და მოუგე, არამედ შენს თავში რომ ამარცხებ შიშს, რასაც მიაქვს დიდი ენერგია და რესურსი ადამიანისგან.
აკადემიაში მირებული ცოდნა ყველაფერში სასიკეთოდ გამოვიყენე, საკუთარი რესურსების გააქტიურებაში, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ჰარმონიულობაში. საკუთარი თავის რეალიზაციაში. სხვა ადამიანების დახმარებაში, დიდი სიამოვნებაა, როცა სესიას უტარებ ადამიანს, და ხედავ როგორ იცვლება და იხსნება ის და ხვდები, რომ შენ ამაში წვლილი მიგიძღვის, მათი მადლიერება კიდევ უფრო მმატებს სტიმულს.
ვურჩევ ყველას, რომელ პროფესიასაც არ უნდა ფლობდეთ, ან თუ ჯერ არ გიპოვნიათ თქვენი საყვარელი საქმე, ყველა შემთხვევაში უნდა გაიაროთ ქოუჩინგის აკადემია, რადგან ყველა მიზანს მიაღწიოთ იოლად და ცხოვრებაში ყველა საკითხს შეხედავთ იოლად და გააზრებულად, დააფასებთ და იქნებით მადლიერი ცხოვრების, დაინახავთ რა მშვენიერია ცხოვრება და რამდენი სიკარგეა თქვენს ირგვლივ, რასაც მანამდე ვერც ამჩნევდით.
აკადემიას ვუსურვებდი წარმატებებს და ბევრი ნაკადის გამოზრდას, ქოუჩინგის აკადემიის დახმარებით მეტი პოზიტიური, ენერგიული, წარმატებული ადამიანი ეყოლება საქართველოს და არამარტო საქართველოს, ქოუჩინგის აკადემია საზღვრებს ცდება))
კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარს ინგა და ქეთი და მეამაყებით, მადლობა ყველაფრისთვის, მიხარია, რომ თქვენთან მოვხვდი და მიუხედავად იმისა, რომ დავასრულეთ სწავლა, დღემდე მჭიდრო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და მხარდაჭერა ერთმანეთის.