ცალმხრივი სიყვარული კარმულ დონეზე
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც მოკრძალებულ, წყნარ გოგონას კომპანიის ყველაზე პოპულარული ბიჭი უყვარდება, ვინც გიტარაზეც უკრავს, თეატრის წრეშიც დადის და ხუთიანებზე სწავლობს. მისი სიყვარული ვერ პოულობს საპასუხო გრძნობას და მას უჩნდება სურვილი, რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ საყვარელმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს. ის ეწერება თეატრალურ წრეში და გიტარის კურსებზე, სწავლის ხარისხს აუმჯობესებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ის მშვენიერი მუსიკოსია და თან, მსახიობის ნიჭით! რამდენიმე წლის შემდეგ, იგი ცნობილი მსახიობი ხდება, ამის პარალელურად, ქმნის ჯგუფს,წერს საკუთარ ალბომს. მოკლედ, შემოქმედებით სფეროში წარმატებით ახდენს თვითრეალიზაციას. ის ბიჭი კი, უკვე აღარც კი ახსოვს. ის ხომ მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში,რათა გოგონას საკუთარი პოტენციალი სრულად გაეცნობიერებინა. ეს მაგალითი ნათლად ასახავს უპასუხო კარმული სიყვარულის დანიშნულებას. თუ გიყვართ ის ადამიანი, რომელიც არ იზიარებს თქვენს გრძნობებს, ეცადეთ თქვენი გრძნობები დადებითი მიმართულება შესძინოთ. თქვენი სიყვარული გამოხატეთ შემოქმედებაში: წერეთ ლექსები,შექმენით ნახატები, დაწერეთ სიმღერები – უპასუხო გრძნობა შეიძლება გახდეს ძლიერი სტიმული თვითგანვითარებისთვის. იპოვეთ ისეთი საქმე, რომლის მეშვეობითაც დაუხარჯავ ენერგიას გადასცემთ მას, ვინც მასში რეალურად საჭიროებს. მაგალითად, მოხალისე/ვოლონტიორული საქმე და ქველმოქმედება ეფექტურად შთანთქავენ კარმიულ ვალს სასიყვარულო სფეროში. გააცნობიერეთ, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ, არაფრითაა თქვენს წინაშე ვალდებული, მან ხომ უკვე გაჩუქათ საკუთარი გული, თუნდაც წინა ცხოვრებაში. თუ თქვენ თავად აღმოჩნდით იმ ადამიანის ადგილას, ვისაც არ შეუძლია სხვა პიროვნების გრძნობებს შესაბამისად უპასუხოს, არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ და აბუჩად არ აიგდოთ მისი გრძნობები. შეეცადეთ, მას ენერგიის საპასუხო სხივი გაუგზავნოთ – სიყვარულს ხომ სხვადასხვანაირად შეუძლია გამოვლინდეს და ეს ყოველთვის ვნებას და მხურვალე რომანს არ გულისხმობს. უბრალოდ გაუგეთ ამ ადამიანს. ფიქრებში მადლობა გადაუხადეთ მას იმისთვის, რომ უყვარხართ, უსურვეთ სიხარული და სიკეთე – ამით თქვენს ვალს გაისტუმრებთ.
ვადიმ ზელანდი “რეალობის ტრანსერფინგი”