როგორ წარმოქმნის სტრესთან ბრძოლა ნეგატიურ მოლოდინებს
– ადამიანებს,რომელთაც გარკვეული პერიოდის განვალობაში მოუხდათ სტრესთან ბრძოლა და ნეგატიურ მოვლენებს მათ ცხოვრებაში საკუთარი ძალებით გაართვეს თავი, სტრესთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება დაუგროვდათ.
– ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს და სტრესთან ბრძოლა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა მათთვის.
მსგავსი ტიპის გამოცდილება გამოგვადგება სტრესული სიტუაციების მოსაგვარებლად, მაგრამ
ნეგატიური გამოცდილების შემდეგ ადამიანები, გამუდმებით ელოდებიან ცუდ მოვლენებს და ცხოვრება ხდება დაძაბული.
– პირველ რიგში გავიაზროთ, რომ სტრესულ სიტუაციებზე გამუდმებით იმიტომ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის განვალობაში ნეგატიურ მოვლენებთან გვიხდებოდა ბრძოლა. გონებამ იპოვა გზა, როგორ დაგვიცვას ნეგატივისგან და ცდილობს აპრობირებული მეთოდი გამოიყენოს და შესაბამისად ელოდება ისეთ სიტუაცას, რომელთა მოგვარებაც გამოცდილებით ადვილად შეუძლია.
– ცუდის მოლოდინი სწორედ ასეთი გამოცდილების გამო გვაქვს. შევეცადოთ ვკონცენტრირდეთ კარგ ამბებზე და დაველოდოთ პოზიტიურ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია, როგორი მოლოდინი გვაქვს, რას ველოდებით სამყაროსგან, ბედნიერებას, თუ პირიქით. ვიცნობ ადამიანს, რომელიც იმდენჯერ მოხვდა სტრესულ სიტუაციაში, ბოლოსდაბოლოს ისწავლა სტრესის დაძლევა და ახლა მხოლოდ ნეგატიური მოლოდინები აქვს.
– ეს არის წრე, რომელზეც ადამიანები გამუდმებით მოძრაობენ.პირველ რიგში უნდა გავიაზროთ,რომ სტრესის გარდა არსებობს ბედნიერება, რომელიც პოზიტიური ფიქრებით უნდა მოვიზიდოთ.
დადუნა ნადარაია
© IBEL ACADEMY