მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩახუტებას თერაპიული დატვირთვა აქვს
საშუალოდ, ჩახუტება ორ ადამიანს შორის 3 წამს გრძელდება, მაგრამ კვლევებით მტკიცდება რომ , როდესაც ჩახუტება გრძელდება 20 წმ-ზე მეტ ხანს, ამას თერაპიული ეფექტი აქვს გონებასა და სხეულისთვის. ამის მიზეზია ის რომ, ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცილი, რომელსაც სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ. მას უამრავი სარგებელი აქვს როგორც გონებისთვის ასევე სხეულისთვის, გვეხმარება მოდუნება-მოშვება-რელაქსაციაში, გვექნება დაცულობის შეგრძნება, ვხდებით მშვიდები და შიშისა და შფოთვისგან თვისუფლები. და ამ მშვენიერი დამამშვიდებელი საშუალებისთვის არ გვიწევს გადახდა, მთავარია გვერდით გვყავდეს ის ვისაც ჩავეხუტებით, საყვარელი ადამიანი, ბავშვი, ან თუნდაც საყვარელი ცხოველი.
ცნობილი ფსიქოტერაპევტი ვირჯინია სატირი ამბობს: „ ჩვენ გვჭირდება 4 ჩახუტება დღეში არსებობისთვის, 8 ჩახუტება რომ ვიყოთ კმაყოფილები, და 12 ჩახუტება იმისათვის რომ გავიზარდოთ.“
განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რაშიც ჩხუტება გვეხმარება:
ხელს უწყობს ოქსიტოცინის სტიმულირებას
ოქსიტოცინი არის ნეუროტრანსმისტერი რომელიც მოქმედებს ლიმბიურ სისტემაზე, ტვინის ემოციურ ცენტრზე, ხელს უწყობს კონცენტრაციას, ამცირებს შფოთვასა და სტრესს, ეს ჰორმონია პასუხისმგებელი ჩვენს მყოფადობაზე, რომ ვიყოთ აქ და ამჟამად. ეს ჰორმონი ეხმარებათ ქალებს, მშობიარობისას, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, წამში დაივიწყონ ტკივილი და სიყვარულით მიიღონ შვილი. როდესაც ვინმეს ვეხუტებით, ოქსიტოცინი გამოიყოფა ჩვენს სხეულში, ჰიპოფიზის ჯირკვლის მეშვეობით, ნელი და სტაბილური ხდება გულისცემა და კორტიზოლის ნორმა. კორტიზოლი პასუხისმგებელია სტრესზე, სისხლის მაღალ წნევაზე და გულსისხლძარღვთა დაავადებებზე.
ჩხუტებისას კავშირი ორ ადამიანს შორის ძლიერდება, ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ მეტი პატივისცემა და მიმღებლობა. ჩხუტება არის ყველაზე მარტივი საშუალება ამის გამოსახატავად. დღევანდელი სამყარო ძალიან დაკავებულია, ადამიანები მუდმივად ჩქარობენ, შევჩერდეთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს.
დაავადებების პრევენცია
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩახუტება ამცირებს სტრესს, სტრესი კი უამრავი დაავადების მიზეზი ხდება. მაიამის სამედიცინო უნივერსიტეტში, კვლევებით დადასტურდა რომ ხშირი ჩახუტება ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ბავშვებში, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების სიმპოტომებს, დაბლა სწევს გლუკოზას დიაბეტისას, და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ასტიმულირებს თიმუსის ჯირკვალს
ჩახუტება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხდება ემოციური დამუხტვა აქტივაციას უკეთებს მზის წნულის ჩაკრას, თიმუსის გლანდის სტილულირებით , რომელიც რეგულირებასა და ბალანსს ახდენს სხეულში თეთრი ბუშტუკების წარმოქმნას, ეს ხელს უწყობს ვიყოთ ჯანმრთელები, დაავადებისგან თავისუფლები.
თარგმნა ანა ბულბულაშვილმა