ფსიქოლოგიურ დრამაში გამომწყვდეული
სადჰგურუს კითხეს:
-რას მიყავხარ ამ იდეალური ცხოვრების გამოცდილებამდე ამ სიტყვებამდე რასაც გვიზიარებთ, როგორ მიდის ადამიანი აქამდე ?
-ამისთვის საჭიროა უკვე გამოცდილება , ჩვენ ადამიანებს გვაქვს ფსიქოლოგიური პროცესები ,იმ ინფორმაციების საფუძველზე რაც ცხოვრებაში დავაგროვეთ.ათას რამეს ვფიქრობთ ,წარმოიდგინე ერთ დღესაც რომ დაგაცარიელონ ამ ფიქრებისგან ,არაფერი დარჩები.ესაა შენი ფსიქოლოგიური დრამა ,და ამას რეალობასთან არაფერი კავშირი აქვს .ასი ადამიანი შეიძლება იჯდეს ეხლა აქ და ყველა სხვადასხვანაირი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობით.მათ აქვთ ასობით განსხვავებული სამყარო და არაფერი საერთო აქვთ ამ სამყაროსთან.ამიტომ მაქვს მე ცარიელი თავი როდესაც ხუთ დღეს ვიღებ ჩემი თავისთვის დასასვენებლად , მართლა არაფერს ვაკეთებ.არ ვკითხულობ ,ფანჯრიდანაც არ ვიყურები.არანაირი ფიქრი არ ტვირთავს ჩემს შინაგანს. ფსიქოლოგიური პროცესი არის პატარა დრამა ,ის უზარმაზარი იმიტომ ხდება, რომ თქვენ თქვენს წარმოსახვაში მასთან იდენტიფიცირდებით.
ადამიანები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან -„სახთ გურუ მე ძალიან მინდა მედიტაცია მაგრამ ვერ ვკონცენტრირდები ,უამრავი ფიქრი მოდის თავში „
მე ვეუბნები -შემიძლია გასწავლოთ მედიტაცია სადაც შენი გული ,თირკმელები ,ფილტვები ფუნქციონირებას შეწყვეტენ ,ისინი იოცებენ და მეუბნებიან
-„არა ,არ მინდა მე ასე
აბა რა გინდა, სხვა ორგანოები მუშაობენ და მაინცდამაინც რატომ გინდა ტვინმა შეწყვიტოს ფუნქციონირება ?
რატომაა ასე ,რადგან შენ შენს თირკმლის ფუნქციასთან არ აკეთებ შენს იდენტიფიკაციას,აი ტვინთან კი .ემოციებთან აკეთებ ასოციაციებს და ფიქრობ რომ ეს ხარ შენ .
რამდენი რამ ხდება დღის განმავლობაში რასაც უბრალოდ აღვიქვამთ და გონებამდე არ დაგვყავს ,უამრავი ასეთია ,თითზე ჩამოსათვლელი თუა სადაც გონებით უკეთებ ანალიზს საკითხებს .შენ თუ უბრალოდ არსებობ ,ცოცხლობ?შენ ხარ ცხოვრება, ასეა ?შენ გაქვს სხეული ,შენ გაქვს სახლი ,ეს ყველაფერი არის გამოცდილება ცხოვრებისა დღითი დღე რასაც იძენ.შენ გგონია შენი ფსიქოლოგიური დრამა არის ეს ცხოვრება ?.შენი ფსიქოლოგიური დრამა არის შენი დრამა ,შეიძლება ცუდი რეჟისურით მაგრამ ,ასეა .თუ კარგი რეჟისურა იქნებოდა გაიხარებდი თუ ცუდია განიცდი.
წარმოიდგინე ტენისს თამაშობ ,ერთხელ ითამაშე კარგად ,მეორედ ,მესამედ გიხარია, რამდენიმე ხანის შენდეგ დადებ ტენისის ჩოგნებს და წახვალ ,დაამთავრებ თამაშს მაგრამ წარმოიდგინე ,რომ ვეღარ წყვეტ ტენისის თამაშს ,თამაშობ და თამაშობ განუწყვეტლივ,24 საათის განმავლობაში,როგორ იგრძნობდით თავს .ესაა ზუსტად შენი ფსიქოლოგიური პროცესი ,ის შეუჩერებელი გახდა ,ის გრძელდება გრძელდება და გრძელდება .ყველაზე იოლი გამოსავალია ,არ შეეცადო მის შეჩერებას ,ისევე როგორც სხვა ორგანოების ფუნქციის შეჩერებას არ ვცდილობთ .მხოლოდ ტვინის ფუნქციასთან რატომ გაქვს პრობლემა .იმ იდენტიფიკაციასთან გაქვს პრობლემა რასაც შენ აკეთებ მასთან მიმართებაში.ყველა ფიქრი რაც გაქვს გგონია შენ ხარ ,ისინი ამ დროს გარედან მოდიან და შენში დაგროვდნენ ,ყველა რომ წავშალოთ ხომ აღარაფერი გექნებათ.ყველაფერი რასაც აგროვებ გეკუთვნის შეიძლება შენ მაგრამ ეს შენ არ ხარ .დღესდღეობით მნიშვნელოვანი გახდა ის რასაც ვფიქრობ და არა ის რომ სულიერი ,ცოცხალი ვარ .ჩვენი პატარა ემოცია ამხელა უნივერზუმში მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ის რომ სულიერი ვარ და ცოცხალი ვარ .
მოკლედ წარმოიდგინეთ ,მზე რომ არ ამოვიდეს ზუსტად 18 საათი უნდა ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განადგურებას .და ჩვენი ფიქრებია ,რომ დღეს მზე ღრუბლებმა გადაფარა ,გიხაროდეთ რომ არანაირი კატასტროფა მოხდა ,მთელ უნივერზუმში არანაირი გადაცდენა არ მომხდარა ,პლანეტები თავიანთ ადგილას არიან განლაგებული და შემ ფიქრობ შენი პატარა ემოციის გამო რომ საშინელი დღე გქონდა -რაღაც ისე არ გამოვიდა როგორც გინდოდა , სასაცილოა არაა. ჩვენ ჩვენი არსებობის პერსპექტივა დაგვეკარგა,თუ ვინ ვართ .ესაა ფსიქოლოგიური დრამა.ჩვენ არ ვიცით ჩვენი პრივილეგიები .არ ვიცით ის ფიქრები როგორ გვქონდეს რომლებიც გვინდა ,რომ გვქონდეს .ბავშვობის ასაკი რთულია ვიძახით ,მოზარდობის უფრო რთული .ყოველთვის იპოვი საწუწუნო მასალას ცხოვრებაში ,ნუ იკარგები მიზეზებში ,შენი პრობლემაა რომ შენ შენს ფსიქოლოგიურ დრამაში დაიკარგე ,გახსოვდეს ეგსისტენციალური დრამა ცხოვრებისა არაა შენი
გამოცდილება.
თარგმნა მარი ჩუბინიძემ
© IBEL ACADEMY