მიზნების ძებნის ავტომატური ფუნქცია
წარმოიდგინეთ ასეთი სავარჯიშო: თქვენს შინაურ მტრედს ჩამოსვამთ ქანდარიდან და გალიაში გამოამწყვდევთ, გალიას საბანს შემოაკრავთ და ყუთში დებთ, ყუთს კი თქვენი მანქანის საბარგულში ანთავსებთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ და გაიაროთ ათასობით კილომეტრი ნებისმიერი მიმართულებით. და თუ ამის შემდეგ გააღებთ მანქანის საბარგულს, ამოიღებთ ყუთს საბარგულიდან, შემდეგ კი გალიას ყუთიდან – შემოხსნით მოხვეულ საბანს და მტრედს გალიიდან გამოუშვებთ. სახლის მტრედი ცაში აიჭრება, სამ წრეს შემოკრავს და შემდეგ უყოყმანოდ და უშეცდომოდ დაბრუნდება უკან თავის სახლისკენ. მტრედი ერთადერთი არსებაა, ადამიანთან ერთად, რომელსაც მიზნის ძიების გასაოცარი ნიჭი აქვს.
თქვენც მტრედის მსგავსად გაქვთ შესაძლებლობა, მისდიოთ თქვენს მიზნებს და როცა თქვენი მიზნები სრულიად ნათელია, არც კი გჭირდებათ იცოდეთ სად არის იგი, ან როგორ უნდა მიაღწიოთ. უბრალოდ იმის გაანალიზებით, თუ რა გსურთ თქვენ უშეცდომოდ წახვალთ თქვენი მიზნისაკენ და მიზანიც დაიწყებს თქვენსკენ სვლას და ზუსტად საჭირო დროსა და საჭირო ადგილას თქვენ და თქვენი მიზანი ერთმანეთს შეხვდებით.
სწორედ იმ გასაოცარი კიბერნეტიკული მექანიზმის წყალობით, რომელიც ღრმად არის დამარხული თქვენს გონებაში, თქვენ ყოველთვის აღწევთ თქვენს მიზნებს. თქვენ მოძრაობთ მათკენ, ისინი კი თქვენსკენ მოძრაობენ. თუ თქვენი მიზანია, რომ მიხვიდეთ სახლში ღამით და ტელევიზორს უყუროთ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მას. თუ თქვენი მიზანია შექმნათ ჯანმრთელობითა, კეთილდღეობითა და ბედნიერი წამებით სავსე მშვენიერი ცხოვრება ამასაც მიაღწევთ. კომპიუტერის მსგავსად, თქვენი მიზნების ძიების მექანიზმი განუსაზღვრელია. ის ავტომატურად მოგიტანთ იმას, რაც გსურთ, იმისდა მიხედვით თუ როგორ დააპროგრამებთ მას.
ბუნებას არ აინტერესებს თქვენი მიზნების სიდიადე და ხანგძლივობა. თუ მცირე მიზნებს დაისახავთ, თქვენი ავტომატური მიზნების ძებნის მექანიზმის წყალობით შეძლებთ მცირე მიზნები აისრულოთ. და თუ დიდ მიზნებს დაისახავთ, დიდ სურვილებსაც აისრულებთ.
ბრაიან თრეისი