მითები ფსიქოლოგებზე
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვერ ვიტყვი რომ ვამაყობ ამით. ყოველთვის მეუხერხულება როდესაც მიწევს საკუთარი პროფესიის გაჟღერება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა თოქ შოუების წამყვანებად და პოლიტიკოსებად, ამდენი ბუმბერაზი ფსიქოლოგი გვყავს. მეტიც, პროფესიასთან იდენტიფიკაციას დღემდე ვერ განვიცდი. ამ საკითხზე ვფიქრობდი რაღაც პერიოდი და ვეწეოდი თვით ჩაღრმავებებსაც (როგორც ეს ეკადრება ჭეშმარიტ ფსიქოლოგს) და ბოლოს, როგორც იქნა პასუხამდეც მივედი. თურმე ყველაფერი, საზოგადოების ფსიქოლოგებზე წარმოდგენებს უკაშირდებოდა.
როგორც ირკვევა, ადამიანების წარმოდგენები ფსიქოლოგზე როგორც პიროვნებაზე და ფსიქოლოგის საქმიანობაზე, ძალიან განსხვავდება რეალური სურათისაგან. 2002-ში როდესაც სტუდენტი გავხდი, ეს ყველაზე კარგად ჩანდა. დღეს კი შეიცვალა სიტუაცია, საზოგადოება უფრო ინფორმირებული გახდა, მაგრამ მაინც ვაწყდები ისეთ შემთხვევებს რომლებიც 14 წლის წინანდელ ამბებს მახსენებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როდესაც ვიღაცა გებულობს რომ ფსიქოლოგი ხარ და გახარებული გეუბნება:
და ამ დროს ტიპი მართლა ელოდება, რომ ჯიბიდან ამოიღებ რაღაც ჯადოსნურ ტესტს (რომელსაც მთელი ცხოვრება ჯიბით ატარებ და რომელიც რა თქმა უნდა სახალისო იქნება) და ერთი მოსმით გაშიფრავ მთელ მის პიროვნებას. სულ მინდა ეგეთ ტიპებს ვუთხრა, რომ რამე ჟურნალი იყიდონ – გზა ან თბილისელები (არც ვიცი კიდევ თუ გამოდის) და ბოლო გვერდზე ნახავენ ძალიან სანდო და ზუსტ ტესტებს: რამდენად ეჭვიანი ადამიანი ბრძანდებით, რის პატიებას ვერ შეძლებთ ვერასოდეს, სამი მთავარი თვისება რომელიც ახაიათებს თქვენს პიროვნებას და ა.შ.
ასეთი ტიპები იმ დაშვებასაც კი არ აკეთებენ, რომ შეიძლება ფსიქოლოგს როგორც ადამიანს, აი საერთოდ არ აინტერესებდეს ის თუ რაზე ფიქრობენ ეს ტიპები და საერთოდ არ აინტერესებდეს ის თუ რა აზრი დევს მათი ფეხის ფეხზე გადადებაში. …და ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ აინტერესებდეს ამ ტიპების პიროვნებები და მათზე დროის დახარჯვა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგებზე დღემდე დადის უცნაური ლეგენდები და მითები.
რატომ ვართ საინტერესოები, იმიტომ, რომ ფსიქოლოგები ვართ? ჩვენს საზოგადოებაში სტატუსი ანაცვლებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს – შესაბამისად, ყველა ფსიქოლოგი არ არის საინტერესო ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ფსიქოლოგის დიპლომი აქვს.
აქაც იგივე პრობლემაა, სტატუსით განმტკიცებული სტერეოტიპი ეუბნება საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ჭკვიანები. ჭკვიანები რომ ვყოფილიყავით, სხვა ადამიანების პრობლემების მოსმენის ნაცვლად, საკუთარ პრობლემებზე დავიწყებდით მუშაობას (ეს ისე ხუმრობით).
ჩვენ არ ვართ გაწონასწორებულები როდესაც ჩვენი საყვარელი გუნდი მარცხდება, ჩვენ არ ვართ გაწონასწორებულები როდესაც ზებრაზე გადასვლისას ვიღაც ტიპი გზას არ გვითმობს, ჩვენ არ ვართ გაწონასწორებულები როდესაც ვჩხუბობთ შეყვარებულებთან, მეუღლეებთან და მეგობრებთან, ჩვენ არ ვართ გაწონასწორებულები როდესაც ვგებულობთ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავს (სიხარულისგან ხანდახან დავხტივართ კიდევაც), ჩვენ არ ვართ გაწონასწორებულები როდესაც საათობით გვიწევს ტუალეტის რიგში დგომა და არ ვართ გაწონასწორებულები მაშინ, როდესაც ვიღაც ტიპები რაიმე ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარებს გვთხოვენ.
ფსიქოლოგების 99% იმიტომ გახდა ფსიქოლოგი, რომ პირადი პრობლემები მოეგვარებინა.
ამ დროს ადამიანებს გონიათ, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანის გონებაში ისევე ვაფათუროთ ხელები, როგორც რაიმე კამფეტების ყუთში. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვკითხულობთ მათ აზრებს, ვხვდებით რატომ მოიფხანეს ყური და რატომ მოისვენს ხელი კისერზე. ყველა ფსიქოლოგი ერთი ჩამოსხმის არ არის. ფსიქოლოგიაში არსებობს უამრავი განხრა და ამ უამრავი განხრიდან, უამრავი, საერთოდ არ გულისხმობს ადაიანის გაშიფვრას.
შეიძლება ეს კიდევაც იყოს ბევრი ფსიქოლოგის ფარული თუ ღია სურვილი, მაგრამ რეალურად ამის გაკეთება ცოტა ფსიქოლოგს შეუძლია. ერთადერთი მექანიზმი რომელიც განამტკიცებს ამ მითს, ეს არის ადამიანების რწმენა, რომ ფსიქოლოგს მართლა შეუძლია მათზე კონტროლის მოპოვება.
აი ასე, მიხვალ ფსიქოლოგთან, დაჯდები, მოუყვები შენს პრობლემას, ისიც ორ სიტყვას გეტყვის და ყველაფერი რიგზეა. ყველაზე დიდი რაც კი შეუძლია ფსიქოლოგს მოგცეთ, ეს არის გასწავლოთ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება.
ბევრი ფსიქოლოგი ვიცი ვინც საერთოდ არ ზის სავარძელში (ზოგი ფსიქოლოგი დგას კიდევაც – კი, მინახავს ერთი ორი) და უფრო ბევრი ვიცი ვისაც საერთოდ არ აქვს ჭკვიანი სახე.
ეს ცოტა მოძველებული მითია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ფსიქოლოგებთან მიდიან ჭკვიანი ადამიანები. ადამიანები რომლებიც ხვდებიან, რომ ესაჭიროებათ სპეციალისტი. ე.წ. გიჟები კი, იმის გიჟები არიან, რომ საერთოდ ვერ ხვდებიან ფსიქოლოგის საჭიროებას.
პირდაპირ ფსიქოლოგებზე არ არის ეს მითი მიმართული, მაგრამ ირიბად უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტესტი, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი ფსიქოლოგის მუშაობაში. მხოლოდ ცარიელი ტესტით არაფერი არ წყდება. განსაკუთრებით ისეთი ტესტებით სოციალურ ქსელებში და ჟურნალ-გაზეთებში მრავლად რომაა. ეგენი რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ტესტები არაა. ასეთი ტიპის ტესტები მხოლოდ იმიტომაა პოპულარული, რომ ყველას იმას ეუბნება რისი გაგებაც სურთ. ნამდვილი ფსიქოლოგიური ტესტები რაღაც ეტაპზე არც კი ხმაურდება და ძალიან მკაცრად ინახება, რადგან დროზე ადრე ჩაშვებით, არ მოხდეს რესპოდენტების “გაფუჭება”.
არ დაიჯეროთ :))
ბევრს გონია, რომ ჩვენთვის ფროიდი იგივეა რაც ფეხბურთელებისთვის პელე, მაგრამ ასე არ არის. ფროიდის გარდა არსებობენ კიდევ ბევრი ფსიქოლოგები: ფრომი, ადლერი, იუნგი, ბეკი, სალივანი, მასლოუ, ეკმანი და ა.შ.
ვინ ვართ ჩვენ, ფსიქოლოგები? ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლე ტიპები, რომლებიც ერთი სიტყვით მოიპოვებენ ადამიანებზე ზეგავლენას, ჩვენ არ ვართ ყველაზე ჭკვიანები და არც ყველაზე გაწონასწორებულები, ჩვენ არ ვატარებთ ჯიბით გადაკეცილ ტესტებს და არც ყველაზე მეტს ვკითხულობთ. ჩვენც ისეთივე ტიპები ვართ როგორებიც თქვენ. ყველა ის “ღირსება” რომლითაც ვართ შემკულები, რეალურად თქვენი სურვილებიდან, რწმენებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარეობს. ადამიანებს აქვთ სტაბილურობის განცდის მოთხოვნილება. თუმცა არავის დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც, ფსიქოლოგები იგივე დღეში ვართ.
და არ დაგავიწყდეთ – სტატუსი ეს არის სტერეოტიპებით გაბერილი ფიქცია, რომელიც ოდესმე ისევე გასკდება როგორც წყლით გაბერილი პრეზერვატივი.
წყარო: http://sabachikhladze.blogspot.com