რას წარმოადგენს ცხოვრების ქოუჩინგი და რაში დაგვეხმარება ის?
ქოუჩინგი- ეს არის თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც მარტივად წარმოაჩენს ინდივიდის პოტენციალს და ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს და პაუხისმგებლობით დაისახოს მიზნები, იღწვის სასურველი შედეგის მისაღწევად და შეიგრძნობს თავს, როგორც საკუთარი ცხოვრების შემოქმედს.
შემოგვიერთდით ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიაში, დაეუფლე ქოუჩინგს და გახდი საკუთარი ცხოვრების საუკეთესო ვარიანტის შემოქმედი! ჩვენი კურსი უნიკალურია იმით, რომ ქოუჩინგის პარალელურად თქვენ შეისწავლით პრაქტიკულ ფსიქოლოგიას, ფსიქოთერაპიას, უნიკალურ ტექნიკებს და შეძლებთ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების დახმარებას მოცემული ცოდნის მეშვეობით.
თქვენ კურსის ფარგლებში გაივლით სამ ეტაპს:
პიროვნული განვითარება, რომლის დროსაც თქვენ აღმოჩნდებით ცხოვრების ახალ საფეხურზე , რადგანაც:
• შეიტყობთ და გააცნობიერებთ თქვენს იმ რესურსებს, რაც აქამდე მიმალული იყო ქვეცნობიერის დონეზე.
• მკაფიოდ დაინახავთ შესწავლილი ტექნიკების მეშვეობით იმ პოტენციალს, რაც გაგაჩნიათ.
• გაიგებთ და გადაახარისხებთ ფასეულობებს
• ისწავლით სპეციალურ ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფასეულობების განსაზღვრაში, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მის წამოწევაში, როგორც მმართველი ინსტრუმენტი წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისა.
• გააცნობიერებთ თქვენს რეალურ სურვილებ
•გაიგებთ სხვაობას “მინდასა” და “უნდას” შორის
• გათავისუფლდებით შიშებისგან და შემზღუდველი რწმუნებულებებისგან
• ისწავლით მიზნების სწორად დასახვას, მის მიღწევის და შესაძლებლობების გზებს, მიიღოთ სასურველი შედეგები ცხოვრებისეულ ყველა ასპექტში.
პირად ცხოვრებაში აღმოაჩენთ ბედნიერებისა და შთაგონების ახალ წყაროს, რის შემდეგ დაიწყებთ:
• ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას გარშემომყოფებთან
• ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სირთულეებს და გადასაჭრელ ამოცანებს შეხვდები შემოქმედებითად
• შეიგრძნობ სიხარულს, ჰარმონიას, სულიერ გამოღვიძებასა და განახლებას პროფესიული ქმედებების კუთხით,
თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ:
• აიმაღლებთ პროფესიულ კომპეტენციას უკვე არსებულ პროფესიაში
• იპოვით თქვენს მოწოდებას და დაიწყებთ ქმედებებისთვის მიმართულების შეცვლას
• აითვისებთ, შეისწავლით და შეიძენთ პერსპექტიულ პროფესიას- ქოუჩი
• გახსნით კერძო ბიზნესს და დაიწყებთ კერძო პრაქტიკას.
ჩვენი კურსდამთავრებულის რამოდენიმე ისტორია
ზოგიერთი ჩვენი კურსდამთავრებულიდან გახდა ქოუჩი, ზოგიერთმა აღმოაჩინა ნამდვილი მოწოდება სხვა სფეროში. ყოველმა მათგანმა მიაღწია იმ მიზნებს, რაც მათ სურდათ, აისრულეს ოცნებები. ხოლო კურსდამთავრებულების საერთო შედეგი კი წარმოადგენს გაცნობიერებას, თავდაჯერებულობას, პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან და ცხოვრების მიმართ, შესაძლებლობა და ცოდნა გამოიყენონ ქოუჩინგური მეთოდები და ტექნიკები საკუთარი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი სასწავლო კურსი შემუშავებულია ისე, რომ შეიქმნათ ცხოვრებისეული ჰარმონია და ბალანსი.
თქვენთვის ალბათ ნაცნობია, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთ სფეროს უთმობს დროს, მაგალითად კარიერას ან ბიზნესს, ამ დროს კი მხედველობიდან უშვებს იმ ძირითად სფეროებს, როგორიცაა:
- ოჯახი,
- ურთიერთობები,
- ჰობი,
- დასვენება,
- ჯანმრთელობა
- და სხვა.
შედეგად კი საბოლოოდ ვიღებთ ცხოვრებისეული ინტერესის დაკარგვას, სიხარულის არ ქონას, სამსახურში “გადაწვას”.
სასწავლო კურსი ორიენტირებულია ცხოვრებისეული სფეროების დაბალანსებაზე, იყოს ერთმანეთთან ჰარმონიულად და მოგვარებულად.
ყველა სტუდენტი ვინც, ბოლომდე მიყვება კურსს ხარისხიანად, იმუშავებს საკუთარ მოუგვარებელ და პრობლემურ საკითხებზე ისინი მიიღებენ ღრმა ფსიქოთერაპიულ დახმარებას და გადავლენ ცხოვრების ახალ, პოზიტიურ ეტაპზე. სტუდენტი, რომლებიც სასწავლო კურსის პერიოდში იმუშავებს რეალურ პრობლემებზე იმ უნიკალური ინსტრუმენტების საშუალებით, რასაც აკადემია სთავაზობს, მათ შეეძლებათ არა მარტო საკუთარი თავის დახმარება და გამოყვანა პრობლემური საკითხიდან, არამედ სხვებისაც. ისინი იქნებიან მზად ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას პროფესიონალურად დაუდგნენ და მარტივად გაუმკლავდნენ.