ბრაიან თრეისი- შექმენით საკუთარი მომავალი
3300–ზე მეტი ჩატარებული კვლევა, ლიდერების შესახებ, ცხადყოფს, რომ არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ყველა ლიდერს გააჩნია. ეს თვისება მომავლის ხედვაა.
ადრე ვახსენე, რომ ადამიანის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა: „თქვენ ხდებით ის, რასაც ფიქრობთ – უმეტეს შემთხვევაში.“ და რა არის ის რაზე ფიქრშიც ლიდერები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ? ლიდერები მომავალზე ფიქრობენ, იმაზე თუ საით მიდიან და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ იქ.
მეორეს მხრივ, ისინი ვინც ნაკლებად გამოირჩევიან ლიდერული აზროვნებით, აწმყოზე ფიქრობენ – ამჟამინდელ სიამოვნებასა და პრობლემებზე. ისინი ფიქრობენ და დარდობენ წარსულზე, იმაზე რაც უკვე მოხდა და აღარ შეიცვლება.
ბრაიან თრეისი