ქოუჩინგის 50 პრინციპი (ქოუჩინგის ფილოსოფია). ტ. ლეონარდი
1. ნებისმიერი მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება, თუნდაც ის უკვე ჩანდეს, როგორც კარგი მდგომარეობა. ყოველთვის არსებობს «ახალი საფეხური», სადაც შიძლება შენი საქმის წინ წაწევა, ცხოვრება, არის უნარების ან მდგომარეობების კრებული. კლიენტები ქირაობენ ქოჩინგ-სპეციალისტებს, რომ მათ მაქსიმუმი გამოწურონ მათგან. დღეს ფასეულია მხოლოდ იდეალურობა. თუ მდგომარეობა ან, უნარების კრებული ან გარემო ჯერ არ არის იდეალური, ჩვენი მიზანია კლიენტს დავეხმაროთ ამაღლებაში, რომ მან შეძლოს მაღალი დონის მიღწევა.
2. როცა თქვენი ესმით, თქვენ უფრო სწრაფად მიიწევთ წინ.
3. სინერგია უფრო მარტივად იძლევა კარგ რეზულტატებს.
4. პრობლემები ქრება, როცა არის მყარი საფუძველი.
5. ხდება ისე, რომ კლიენტი პოულობს პასუხს, ზოგჯერ კი მას ქოუჩი პოულობს.
6. იდეალური ცხოვრება ან ბიზნესი არსებობს.
7. ადამიანების უმეტესობა არ ახდენს თავისი სრული პოტენციალის რეალიზებას. სამი მიზეზის გამო: 1) თანადგომის ნაკლებობა, რომ მართლა მიაღწიო მიზანს; 2) საინტერესო ვარიანტების ნაკლებობა და 3) ინფორმაციის ან გამოცდილების ნაკლებობა, რომ მოხდეს თანდაყოლილი ნიჭის განვითარება, რომლებიც ხშირად, ჩვენში რჩება დამალული, და არასოდეს ხდება მათი გამოყენება, რაც იწვევს მათ ატროფირებას. ქოუჩი გვეხმარება მა სამ სფეროში.
8. ადამიანები აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ, რადგან მეტი მოსაწონი არაფერი არ აქვთ.
9. წარმატება ხდება ადამიანის ძირითადი უფლება. ახლა ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაშორდეს საზოგადოების მოდელს, სადაც სუსტებმა უნდა იბრძოლონ არსებობისთვი ძლიერების დომინირების ქვეშ. ამის მიზეზი არის უფრო თავისუფალი წვდომა იმფორმაციისადმი და ბაზრობებისადმი, რომლებიც ინტერნეტმა შემოგვთავაზა. ქოუჩი ეხმარება კლიენტებს მიაღწიონ თავიანთ უფლებას ჰქონდეთ წარმატებული ცხოვრება და ბიზნესი.
10. ადამიანების უმეტესობამ არ იცის რა უნდა.
11. ტოლერანტობა უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ.
12. ჩვენ ყველანი – ვართ პოტენციური პიკასო.
13. ყოველთვის არსებობს უფრო მარტივი გზა, რომელზეც მიყოლა უფრო მარტივია.
14. განსხვავებულობის აღიარება ადამიანებს ანვითარებს.
15. ღირებულებების გაცნობიერებას შედეგად ნოყვება თვითგამყარება.
16. ეგოიზმი – ნამდვილად ალტრუიზმის ნაწილია.
17. ინტერნეტში მუშაობის უნარები მიეკუთვნება აუცილებელ უნარებს.
18. ჯობია გაუგო შიშს, ვიდრე ცადო მის დათრგუნვა და თავიდან მოშორება.
19. გახდით მომხიბვლელები და დატკბით ცხოვრებით.
20. ქოუჩინგი – ეს ურთიერთგანვითარებისკენ მიმართული ურთიერთობაა.
21. იდეალური მიზანი თავისთავად აძლევს ადამიანს მოტივაციას.
22. კლიენტი, და არა ქოუჩი, განსაზღვრავს, რა არის ღირებული, რა არა.
23. მორიდებულობა სულაც არაა საჭირო.
24. პენსიაზე გასვლა, ძველი დროის გადმონაშთვად დარჩება.
25. ბალანსი – ეს არის ინტეგრაცია, გაერთიანებული პაუხისმგებლობასთან.
26. პარადიგმას შირად შეცვლა ჭირდება.
27. ადამიანები დიდ წარმატებებს აღწევენ, როცა განაწყობენ თავიანთ ფსიქოორგანულ სინდრომს.
28. კლიენტებს უნდათ რომ იყვნენ შესანიშნავი კლიენტები.
29. ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვსწავლობთ ქოუჩინგს.
30. სწორი კითხვა მომენტალურად ცვლის კლიენტის შეგნებას.
31. საუბარი აფართოვებს და აჩქარებს ურთიერთგაგებას.
32. ჯერ სტრატეგია, მოქმედების გეგმა შემდგომ.
33. წინათგრძნობა– სიმართლის მაუწყებელია.
34. პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყოველთვის შეიძლება.
35. სისტემები ზრდის ქმედუნარიანობას და წარმატების გარანტიას იძლევა.
36. ენერგიის ახალი წყაროს არჩევით, თქვენ უკეთ იცხოვრებთ.
37. სტანდარტები ქმნიან თქვენი ცხოვრების ტონალობას.
38. პერემენტებს მოულოდნელ შედეგებამდე მივყავართ.
39. ყველას შეიძლება ქონდეს მომავლის ხედვა.
40. ცხოვრების წესი – ეს ჯერ ცხოვრება არ არის.
41.დაყოვნება კეტავს გზებს.
42. უხერხულობის მომგვრელი სისუსტე ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ძალა.
43. ყველა პრობლემას აქვს მარტივი მიზეზი.
44. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გარემო, ისე რომ, მან მოგიტანოთ თქვენი თავის განვითარება.
45. კლიენტი ყოველთვის გიკარნახებთ, რა უნდა გაუკეთეთ შემდეგ.
46. გახსნილობას მივყავართ შეთანხმებამდე; თანამშრომლობაზე მზადყოფნა გახსნილობას წარმოშობს.
47. ჩვენ გვაქვს რეაქცია იმაზე, რაც ჯერ არ არის ჩვენში გამჯდარი.
48. ადამიანები ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ახალს, თუკი ის ძალიან ბევრს მოითხოვს მათგან.
49. ადამიანები ენერგიას იღებენ სხვადასხვა წყაროებიდან.
50. ადამიანებს აქვთ თვითსრულყოფისკენ მიდრეკილება.
წყარო: coach.by
თარგმანი: ოქსანა გოგოხია