დავინახე შესაძლებლობები, რომლებსაც ადრე ვერ ვამჩნევდი…
მოგესალმებით, მე ვალ ლელა დალაქიშვილი, ამჯამად ვცხოვრობ იტალიაში. ავღნიშნავ რომ აქ სწავლის გადაწყვეტილება ფსიქოლოგიისადმი ინტერესის, პიროვნული ზრდისა და განვითარების გამო მივიღე.
და ეს გადაწყვეტილება გახდა უმნიშვნელივანესი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, შევიძინე დიდი ცოდნა, ინფორმაცია და მომცა ენერგია წინსვლისათვის.
გავხდი უფრო თავდაჯერებული, თავისუფალი, ამიმაღლდა საკუთარი თავის თვითშეფასება, შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება და აზროვნება მოვლენებოსა და საგნების მიმართ, დავინახე შესაძლებლობები, რომლებსაც ადრე ვერ ვამჩნევდი.
ქოუჩინგი ეს არის ჩვენი აზრების ახლებური გაცნობიერების პროცესი და ეს შესანიშნავი პროცესია.
საკუთარ თავში გარკვევა, საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება, ცხოვრებისეული სიტუაციების სირთულეების დაძლებვა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია საკუთართავზე მუშაობის შედეგად.
შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები.
ქოუჩინგის აკადემიაში მიღებული ცოდნა დამეხმარა და მეხმარება კვლავ იმ გზის პოვნასა და თავისუფლად სიარულში , რასაც საკუთარი ცხოვრება ქვია, აკადემიაში მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგად აღმოვაჩინე მიზეზები, რომლებიც ხელს მიშლიდა ჩემი მიზნების განხორციელებაში.
დავეუფლე ახალ პროფესიას და აქ მიღებული ცოდნის საფუძველზე შევიცვალე პროფესია და გავაკეთე საიტი lifecoach.ge , ვმუშაობ და ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ცხოვრების უკეთესად წარმართვასა და შეცვლისაკენ, შინაგანი დაბრკოლებების დაძლევასა და განეიტრალებაში, მიზნების დასახვასა და მათი მიღწევის გზების პოვნაში.
მათ ვისაც სურს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, ახალი ხედვის, ახალი მოქმედებების ჩამოყალიბება მე რეკომენდაციას ვუწევ ქოუჩინგის აკადემიას.
აკადემიას ვუსურვებდი უფრო დიდ წარმატებას და საერთშორისო ასპარზეზე გასვლას, მრავალი ცნობილი ქოუჩის მომზადებას.
და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა მის დამაარსებელსა და სულის ჩამდგმელს, ქ, ინგა ბლესს, ტექნიკურ პერსონალს, ჩემს მეგობრებს.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა დალაქიშვილი