რა მოქმედებს თქვენი ფულის რაოდენობაზე?
არსებობს ძველი ინდური ლეგენდა:
ერთხელ მეფე აკბართან საუბრისას ფარიდმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხშირად ადამიანი თვითონაა დამნაშავე თავის უბედურებაში. მეფე დაინტერესდა მისი ჰიპოთეზით და გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება.
ხიდზე დადო ქისა ოქროს მონეტებით და ერთ ერთ გლახას უბრძანეს გაეარა ხიდზე, ადამიანმა გაიარა ხიდზე და საერთოდ არ შეუმჩნევია ქისა!
როცა მეორე მხარეს კითხეს რა ნახა ხიდზე. მან გაკვირვებულმა უპასუხა: – არაფერი.
აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში, როცა ის ქისას უახლოვდებოდა, მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო მდინარეზე და სხვა მხარეს მიაბრუნა თავი.
ხშირად ჩვენ ვკარგავთ დიდ შესაძლებლობებს, რადგან ყურადღებას ვაქცევთ ამოცანებს რომლებიც უბრალოდ გვეჩვენება მნიშვნელოვნად. თუ შეძლებთ ფოკუსირდეთ მიზნებზე, რომლებსაც მოაქვთ ფული .. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას!
იპოვეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ კეთილდღეობაში. ისწავლეთ დაინახოთ შესაძლებლობა. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარი ხელით აკეთეთ, აკეთეთ, აკეთეთ!
ავტორი: მაქსიმ ტიმჩენკო
თარგმნა მარიამ ბაგაურმა
დაკვეთა © IBEL ACADEMY