რისგან შეიქმნა ქალი?
მამაკაცი მივიდა ღმერთთან და გაუმხილა მას მისი მოწყენილობის შესახებ. ღმერთი ჩაფიქრდა:
– რისგან გავაკეთო ქალი, თუკი მთელი ჩემი რესურსები მამაკაცის შექმნას დავახარჯე?
მაგრამ მას არ სურდა მამაკაცისთვის უარის თქმა. ბევრი ფიქრის შემდეგ ღმერთმა შექმნა ქალი, რისთვისაც გამოიყენა :
- რამდენიმე კაშკაშა მზის სხივი.
- მზის ამოსვლის ყველა არაჩვეულებრივი ელფერი.
- ცეცხლის მწველი სიმხურვალე.
- ბეწვის ნაზი სითბო.
- მთვარის იდუმალი სევდა.
- ავაზას გრაციოზულობა.
- გედის სილამაზე.
- ყინულის სინატიფე.
- კნუტის ეშმაკობა.
და ეს ყველაფერი შეაერთა!!!!
შემდეგ კი დაამატა :
- ვარსკვლავების ცივი სიკაშკაშე.
- ქარის არამდგრადობა.
- ღრუბლების ცრემლიანობა.
- მელიის ცბიერება.
- ბუზის მომაბეზრებლობა.
- ზვიგენის გაუმაძღრობა.
- ძუ ვეფხვის ეჭვიანობა.
- ბზიკის შურისმაძიებლობა.
- ოპიუმის მათრობელობა.
შთაბერა ამ ყველაფერს სიცოცხლე და შეიქმნა ნამდვილი ქალი!
ღმერთმა აჩუქა ქალი მამაკაცს და თან უთხრა : „ მიიღე ის ისეთი როგორიც არის, ნუ ეცდები მის შეცვლას, რადგან ვერაფერს გახდები. დატკბი მისით მთელი ცხოვრება და სიკვდილამდე იტანჯე“.