იცით პრობლემები სათავეს საიდან იღებენ?
დაფიქრებულხართ ერთხელ მაინც, როდის იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. ასევე ერთგული საკუთარი თავის მიმართ.
ფაქტები, როდესაც იყავი გულწრფელი და ერთგული საკუთარი თავის მიმართ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება.
თუ არ იქნები ერთგული საკუთარი თავის მიმართ დაწყებულ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან და შედეგს ვერ მიიღებ.
იწყებ საქმის კეთებას და ბოლომდე არ მიგყავს აქ იკვეთება შიში, შემშლელ ფაქტორად და ასევე პასუხისმგებლობა საკუთარ თავისა და ცხოვრების მიმართ.
შიშის გამო ადამიანები ერთ ადგილზე არიან გაყინულები. როდესაც გაცნობიერებას იწყებენ, ხვდებიან, რომ მათ აქვთ წარმატების შიში. დაგვიანებული არაფერია მთავარია მოქმედებაზე გადასვლა.
სწორედ ყოველდღიურ მოქმედებას მივყავართ დასახულ მიზნებამდე და სურვილებამდე.
ეს პროცესი ისე ვითარდება ვერც კი ხვდები, რომ დაიწყებ გაანალიზებას მერე ხვდები, თურმე მე ამის შიში მქონდა და ეს უკვე დავძლიე ჩემს ცხოვრებაში .
ბედნიერი ხდები ეს ხო საკუთარ თავზე გამარჯვებაა, ეს ხომ ეგოს დამარცხებაა და იმ ნამდვილ მეს ზეიმია. ადამიანები გარემო ფაქტორებს აბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, არ უნდათ მათ რომ აღიარონ თავის სისუსტე და სხვებზე იწყებენ გადაბრალებას.
პრობლემა თავად შენშია და არ უნდა ვეძებო გარეთ.
სწორედ საკუთარი თავის ერთგულებით ვისრულებთ ჩვენს მიზნებს და სურვილებს.
ქეთი ქოქაშვილი