სინამდვილეში, ძლიერებიც ვართ,ჭკვიანებიც და ლამაზებიც!
“ადამიანი ფრესკა არ არის….”ალბათ ყველას გაგახსენდათ ეს ცნობილი ფრაზა!
ჩვენ ერთი რომელიმე გამოკვეთილი ფიზიკური თუ გონებრივი ნიუანსით არ ვფასდებით!
ვფასდებით მთლიანობაში!
ამიტომ არ ღირს ჩავიციკლოთ არცერთ ფიზიკურ თუ თვისობრივ გამოხატულებაზე, რომელიც არ მოგვწონს!
თუ ჩვენ შევძლებთ შევამჩნიოთ რომ,ჩვენს „მოგრძო კეხიან ცხვირს“ ულამაზესი მეტყველი თვალები და სანდომიანი მზერა ახლავს,ან მთლად უკეთესი, მომცრო ტანის უკან ადამიანში „ნაპოლეონის შესაძლებლობები“ იმალება…მაშინ გილოცავთ!
თუ თქვენ შეძელით და არ შესამჩნევი გარეგნობის მიუხედავად დამახასიათებელი მაინც გახდით, შეიძლება მდიდარი ინტელექტი გაქვთ და ისევ გილოცავთ!
ალბათ შეგიმჩნევიათ, ერთი შეხედვით შეუფერებელნი, როგორ ავსებენ და უხდებიან ერთმანეთს!
„მესამე“ ვერასდროს მიხვდება რატომ არის ასე!
ჩვენ, ყველანი ვართ ძლიერებიც, ჭკვიანებიც და ლამაზებიც!
ეს ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმში იმალება!
ამიტომაც გვჯეროდეს ჩვენი უნიკალურობის და გვქონდეს ჯანსაღი წარმოდგენა!
ასე უკეთესი იქნება!
მაკა გოგოიძე