რა არის ბედნიერება ?
ბედნიერება? ბედნიერება ეს არის შესაძლებლობა აღიქვა და დააფასო ის ნებისმიერი წვრილმანი რაც ღმერთმა გარგუნა წილად..
ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს შეუძლია თუნდაც იმით იყოს ბედნიერი რომ არსებობს, ცოცხალია და აღიქვავს დედამიწის ფერებს.. ჩვენ ხომ ხშირად ადამიანები მხოლოდ ნეგატივს ვხედავთ და ვიზიდავთ.. ჩვენ ხომ ძირითადად ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და მხოლოდ იმის ფიქრში ვართ რაც არაპოზიტიური გხვდება ამ ყველაფერზე გავაძლიეროთ ფიქრები..
დაფიქრებულხართ დღის განმავლობაში რა იშვიათად ფიქრობთ პოზიტივზე და რამდენად ხშირად ნეგატიური აზრები იპყრობს თქვენ გონებას და ფიქრებს ?
რა არის ბედნიერება .. ბედნიერება ყველა წვრილმანშია , სიცოცხლის ხალისში და მთავარში : შეიყვაროთ თქვენი თავი სწორედ ისეთად როგორიც ხართ და არა მუდმივ მცდელობებში იყოთ უარყოფითი ეძებოთ საკუთარ თავებში. ბედნიერებაა როდესაც ყველანაირი კომპლექსებისგან თავისუფლდება ადამიანი.. ძირითადი ქალების ნაწილი სწორედ ამ კომპლექსების მსხვერპლია.. არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, ან ზედმეტი კილოგრამების გამო არიან უკმაყოფილონი.ამ დროს მთავარი ავიწყდებათ სილამაზე ხომ სულიერია და ჩვენ მხოლოდ სული გვალამაზებს..
ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია იყო გახსნილი შეგეძლოს თქვა ის რაც გაწუხებს შეგეძლოს სწორედ გადმოსცე არ ჩაიტოვო გულში და განთავისუფლდე უამარავი ბოღმებისაგან.. არ დაიტვირთო თავი არ დაიბინძურო აურა ზედმეტი ნეგატივისგან .. კომუნიკაცია? ზოგს ხომ ეს საერთოდ არ შეუძლია სწორედ ამ კომპლექსების გამო ხდებიან მამაკაცების გარკვეული პროცენტი ალკოჰოლის და სხვა სისუსტეების მიერ მიდრეკილნი , რადგან ვერ გამოთქვავენ და ვერ აღიქვავენ რა სურთ მათ რომ წამიერი გათიშვა არაა გამოსავალი.. .. იყავით სულიერად თავისუფალნი..
ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ერთგულება, ეს ხომ ყველას არ შეუძლია.. ალბათ არარსებოსბს ამაზე მეტი ღირსება შეგეძლოს სხვისი ფერები არ მოიპარო .. არ ჩააქრო და არ ჩააბნელო ის ამაღლებული გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია..
ბედნიერებაა ვისაც შეუძლია უბრალოდ უყვარდეს ,, ეს ხომ ბევრს საერთოდ არ განუცდია..
ბედნიერებაა როდესაც შეგიძლია ამა თუ იმ წყენის პატიება .. პატიება რომელიც ჩვენ ადამიანების ძირითად ნაწილს არ შეგვიძლია,, მე რა რომ გვახსოვს რომ ღმერთი ჩვენი ცოდვების გამო ეწამა და მოგვიტევა , ჩვენ ხომ ამპარტავანნი და თავმოყვარენი ვართ ,სწორედ თავმდაბლობაა ბედნიერება..
ბედნიერებაა როდესაც სხვას არ განიკითავ და მხოლოდ საკუთარი სულის ზრდაზე ხარ ორიენტირებული,
ბედნიერებაა როდესაც შეგვიძლია სინანული , საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე დაყრდნობით პიროვნული ზრდა, ძირითადად ადამინები ხომ არ ცდილობენ ამას უფრო და უფრო განვითარდნენ , უკეთესები იყვნენ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდგომ მათ გარშემო მყოფთათვის .. და ბოლოს რა არის ჩემი თვალით დანახული, ჩემი პირადი ბედნიერება ? ჩემი თვალით დანახული ეს შეგრძნება ?
ბედნიერებაა როდესაც ხვდები რომ ძალიან ძლიერი ხარ,როდესაც ქვეყნად არაფერი გაშინებს..
ბედნიერებაა, როდესაც მაშინაც კი იღიმი როდესაც საერთოდ არ გეღიმება.. ბედნიერებაა როდესაც ყველა გიყვარს, ყველას უყვარხარ და გული არ გაქვს ღვარძლით და სიბოროტით სავსე,, ბედნიერებაა როდესაც გათენება გიხარია.. ბედნიერებაა როდესაც ცდილობ გული არავის ატკინო და მიუხედავად ყველაფრის დიდსულოვანი იყო ..
ბედნიერებაა, როდესაც არავისი გშურს.. არავის არაფერს ართმევ და შენით ცდილობ გზა გაიკვლიო წარმატებისკენ.. ბედნიერებაა როდესაც სხვისი ცხოვრების ფერებს არ იპარავ და მხოლოდ შენ რაც გარგუნა ღმერთმა იმით ხარ ბედნიერი .. თითოეული დღე ხომ ბედნიერების საწინდარია .. ბედნიერებაა როდესაც გყავს საამაყო შვილები,უთბილესი… სიყვარულით აღსავსე ოჯახი.. და ერთ მეგობრები ,უამრავი საყვარელი ადამიანი გვერდში და უდიდეს ძალას გრძნობ.. ბედნიერებაა როდესაც იცი შენს გვედით მყოფთ სჭირდები და ესმით შენი..აძლიერებ მათ და გაძლიერებენ .. ალბათ არარსებობს ამაზე მეტი ბედნიერება როდესაც ირგვლივ ამდენი ადამიანი გიფერადებს ცხოვრებას ..
ნებისმიერი უარყოფითი თუ ნეგატიური ქმედებები მხოლოდ წამიერად რომ ცდილობს შემოიჭრას შენში და მაშინვე ხვდები არ აძლევ უფლებას უარყოფითს , აცნობიერებ რომ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთია: მე ხომ თქვენით ვარ ბედნიერი!
ირმა ჩიტაშვილი