შექმენით 5 წლიანი ფანტაზია -ბრაიან თრეისი
თქვენი პირადი ცხოვრების სტრატეგიული დაგეგმვაც, ცხოვრების გრძელვადიანი ხედვით უნდა წაიწყოთ. ეცადეთ იდეალისტი იყოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ.
იდეალიზაციის პროცესში, შექმენით ფანტაზიის ხუთი წელი და დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ამ ხუთი წლის განმავლობაში, თუ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა.მიზნების დასახვის ყველაზე დიდი დაბრკოლება საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესებაა.
შესაძლებელია გწამთ, რომ არ გაქვთ საკმარისი გონება, ნიჭი, შესაძლებლობა, შემოქმედებითი უნარი ან სხვა რამ, შედეგად, ჩნდება შეზღუდვებიც. თქვენი შესაძლებლობების არასწორად შეფასების გამო, თქვენ ან საერთოდ არ ისახავთ მიზნებს, ან ისახავთ იმაზე ბევრად მცირე მიზნებს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ მიაღწიოთ.