ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები
ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები — ერიკ ერიქსონის შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, რომელიც ფოკუსირდება საკუთარ თავსა და სხვებზე ინდივიდის ორიენტაციაზე. სტადიები მოიცავს პიროვნების განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტებს და ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერ-თქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კონფლიქტებს.
ყოველმა ინდივიდმა წარმატებით უნდა გაიაროს მთელი რიგი ფსიქოსოციალური სტადიებისა, რომელთაგანაც თითოეული მას გარკვეული კონფლიქტის ან კრიზისის წინაშე აყენებს. ერიქსონმა ცხოვრების ციკლის რვა სტადია გამოყო. თითოეული სტადია ხასიათდება კონკრეტული კრიზისითა თუ კონფლიქტით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კონფლიქტი არ ამოიწურება ბოლომდე, აუცილებელია, ინდივიდმა საკმარისად გადაჭრას თითოეული მათგანი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომი სტადიების კონფლიქტებს.
გთავაზობთ შემდეგ სტადიებს:
ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ — 0-1,5 წელი