ყველაფერი ქოუჩინგისა და მენტორობის შესახებ
რა არის ქოუჩინგი და რა – მენტორობა ?
ქოუჩინგიცა და მენტორობაც, ორივე, არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტების პოტენციალების სრულ გამოვლენას.
ქოუჩინგსა და მენტორობას აერთიანებს საერთო საკითხები. მწვრთნელები და მრჩეველები, როგორც წესი, არიან ანაზღაურებადნი, ასევე, ისინი მონწილეობას იღებენ საქველმოქმედო აქციებშიც.
ქოუჩებისა და მენტორების მიზანია, დაეხმარონ ინდივიდს რეალური, ხანგრძლივი ცვლილებების განხორციელებაში და ინდივიდს ეხმარებიან ამ ცვლილებების განხორციეებისთვის საჭირო მოტივაციის, სურვილის, აზრობრივი პროცესების აღმოჩენაში.
გამოიყენონ კითხვების დასმის ტექნიკა, რათა ხელი შეუწყონ კლიენტის მიერ საკუთარი აზროვნების პროცესების გამოვლენას იმისთვის, რომ მოხდეს გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების იდენტიფიცირება, მანამ, სანამ ის მთლიანად მიიღებს დირექტივებს ქოუჩისგან.
მხარი დაუჭირონ კლიენტს ამ მიზნებთან დაკავშირებით პროგრესის შეფასების შესაბამისი მიზნებისა და მეთოდების ჩამოყალიბებაში.
დაკვირვება, მოსმენა და კითხვები დასმა კლიენტის სიტუაციის გასაგებად.
შემოქმედებითად გამოიყენონ იარაღები და ტექნიკა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთს – სწავლებას, ხელშეწყობას, კონსულტირებასა და ქსელს.
წაახალისონ, რომ იმოქმედონ, განვითარდნენ პიროვნულად და დაიწყონ ცვლილებები.
შეინარჩუნონ უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება კლიენტის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქოუჩი ყოველთვის არის კლიენტის, მისი შეხედულებების, ცხოვრების წესის და მისწრაფებების დამხმარე და არა გამოყენების საშუალება.
უზრუნველყონ კლიენტების პირადი კომპეტენციების განვითარება და არ განავითარონ არაჯანსაღი დამოკიდებულებები ქოუჩინგისა ან მენტორული ურთიერთობის შესახებ.
შეაფასონ პროცესის შედეგები, ობიექტური ღონისძიებების გამოყენებით, სადაც შეძლებისდაგვარად წარმატების მიღწევა შესაძლებელია და კლიენტი თავის მიზნებს მიაღწევს.
ხელი შეუწყონ კლიენტებს, მუდმივად გააუმჯობესონ კომპეტენციები და განავითარონ ახალი განვითარების ალიანსები, რაც აუცილებელია მათი მიზნების მისაღწევად.
იმუშაონ პერსონალური კომპეტენციის სფეროს ფარგლებში.
ფლობენ კვალიფიკაციებსა და გამოცდილებას იმ სფეროში, სადაც უნარების ტრენინგ-კურსებს სთავაზობენ.
მართონ ურთიერთობა, რათა კლიენტმა მიიღოს შესაბამისი მომსახურების დონე და ეს პროგრამები არც თუ ისე მოკლეა, არც ისე დიდი ხნის გამავლობაში.
თარგმანი: ანა კურტანიძე