არის თუ არა ქოუჩინგი თერაპია?
ქოუჩინგი არ ნიშნავს “თერაპიას”, თუმცა ძირითადი თეორიული საფუძვლები, მოდელები და მეთოდები დაფუძნებულია ფსიქოლოგიის დარგში და ასოცირებული თერაპიის სფეროში.
ქოუჩინგი ფართოდ გამოიყენება როგორც ორგანიზაციულ და ისე პირად საკითხებში. ძირითადი განსხვავებები ქოუჩინგსა და თერაპიას შორის არის ის, რომ ქოუჩინგი არ ცდილობს გადაჭრას ისეთი ღრმა, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის მიზეზი სერიოზული პრობლემებია, ქოუჩინგი ორიენტირებულია მიზნების დასახვასა და მიზნამდე მისასვლელი გზების ძიებაზე, სწრაფი და ეფექტური შედეგის მისაღებად, ნაკლები დანახარჯებით.
ქოუჩინგი , როგორც უკვე ავღნიშნეთ, უფრო მეტად შეესაბამება მიზნების დასახვის პრაქტიკულ საკითხებს და კონკრეტული დროის მასშტაბებში შედეგების მიღწევას. ქოუჩინგი არის იმისთვის რომ კლიენტებმა გააცნობიერონ თავიანთი თავი და არსებული მდგომარეობა. ასევე ქოუჩინგის საშუალებით შესაძლებელია მიზნების მიღწევა, ძირითადი პრობლემის გვერდის ავლით, ანუ როგორ მივიღოთ შედეგი ისე რომ არ მოვაგვაროთ პრობლემა.
თუმცა, თუ კლიენტი “გაიჭედა” და ქოუჩინგი არ იძლევა სასურველ შედეგს, მაშინ საჭირო ხდება ფსიქოლოგიური ან ფსიქოთერაპიული ჩარევა, მიზნების მისაღწევად.
არსებობს ქოუჩინგის შემსწავლელი პროგრამები, რომლებიც მოკლევადიანია, თუმცა ქოუჩინგთან ერთად ფსიქოთერაპიის შესწავლა, რომლებიც ტრადიციულად ფსიქოლოგიის და თერაპიის მეთოდებზეა აგებული, საკმაოდ დიდი შედეგის მომტანია როგორც ქოუჩისთვის ასევე კლიენტისთვის, ასეთი სასწავლო პროგრამები შედარებით გრძელვადიანია, რადგან ფსიქოლოგიური შეფასება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მომზადებას.
პროფესიონალი ქოუჩები არ გამორიცხავენ რომ კლიენტს შესაძლოა ქონდეს ისეთი საკითხები და პრობლემები, რომელზე სამუშაოდაც ქოუჩინგი საკმარისი არ არის. ამ დროს კვალიფიციური ქოუჩის ფსიქოთერაპიული ცოდნა და უნარები (თუ ეს მას გააჩნია) ეხმარებიან ძირეული საკითხების და პრობლემების მოგვარებაში კლიენტს. ან ისინი თანამშრომლობენ კვალიფიციურ თერაპევტებთან და ხდება კლიენტის გადამისამართება, ამ დროს ხდება ქოუჩის და თერაპევტის ერთობლივი და პარალელური მუშაობა.
ტარგმანი: მარიამ პატარაია
ჩვენს აკადემიაში კი ქოუჩინგის პარალელურად შესაძლებელია შეისწავლოთ ფსიქოლოგია და ფსიქოთერპია.
მოდი ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიაში-შენი გზა წარმატებისკენ იწყება ჩვენთან!