მადლიერებას სულიერი სიმშვიდე მოაქვს 🙏
ბედნიერია ის ადამიანი ვისაც მადლიერება შეუძლია! სულიერი სიმშვიდეც სწორედ მადლიერებიდან ისადგურებს ადამიანში, როდესაც ის აცნობიერებს იმ ყველაფერს რაც გააჩნია.
იყავით მადლიერნი.
იყავით დაკვირვებულნი და შეამჩნიეთ ყოველივე სიკარგე დილით, თვალის გახელვისთანავე.
ბედნიერება მუდამ ჩვენთან არის!
თუ შეგვიძლია დავინახოთ თუნდაც მცირეოდენი, თუნდაც პატარა სიხარული ცხოვრებაში.
როდესაც თქვენი გონებაში ცუდი აზრები დაიწყებს შემოჭრას, ან ხართ ცხოვრებისგან ან ვინმესგან იმედგაცრუებული- არ ჩაიქნიოთ ხელი და არ მიყვეთ ფიქრების ლაბირინთს, არამედ უმალვე აიღეთ კალამი და დაიწყეთ ბლოკნოტში, ფურცელში ან თუნდაც ტელეფონში მადლიერების სიის ჩამოწერა
ბედნიერება, რაც არ გვაქვს, იმის მიღებით კი არ მოდის , არამედ იმისი შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს. უთხარით მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის რაც გაგაჩნიათ და რაც გაკლიათ იმას თავად მოგცემთ ის
როდესაც დაიწყებ გაცნობიერებას და ცხოვრებაში უფრო მეტი პოზიტივის დანახვას – შენ ნახავ თუ რა გულუხვია სამყარო
არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, მძიმე წუთებშიც კი გამოხატოთ შემოქმედის მიმართ მადლიერება და გადაუხადოთ მადლობა, იმ სიკეთეებისთვის, რაც ცხოვრებაში გაქვთ…
რაზეც აქცენტირდებით ის ყოველთვის გაიზრდება. თუ პრობლემებზე ჩაიციკლებით პრობლემები გამრავლდება- ამიტომ აარჩიეთ რა ჯობია
დაინახოთ სიკარგეები თუ
დაინახოთ მხოლოდ ცუდი?
შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი, რომ მადლიერება ბავშობიდან მოყვება და “აწი რაღა დროსია”
– არამც და არამც!
ყველაფერი დასწავლადია და მადლიერების გრძნობის გამომუშავებაც ყველას შეუძლია
მინდა გთხოვოთ, ყველას ვინც ამ პოსტს კითხულობთ დამითმეთ კიდევ 1 წუთი და კომენტარში დამიწერეთ თუნდაც 1 წინადადებით რისთვის ხართ მადლიერი ან მადლობელი ბოლო ორი დღის განმავლობაში, რა არის კარგი თქვენს ცხოვრებაში?
მომავალ ჩემს პოსტში კი შემოგთავაზებთ მადლიერების აფირმაციებს
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც დამითმო დრო წაიკითხა და შემდეგ კომენტარიც გააკეთა
პატივისცემით,
ქეთი გორდულავა