თქვენ ქმნით თქვენს სამყაროს
გონებას აქვს ძალა, შექმნას ცხოვრების ასპექტები – შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ადამიანის არსებობის ისტორიაში. ყველაფერს რასაც გარშემო ხედავთ სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი,ოდესღაც მხოლოდ ერთი ადამიანის იდეა და ფიქრი იყო, ვიდრე რეალობად იქცეოდა.
თქვენს ცხოვრებაშიც ყველაფერი ფიქრით, სურვილით, იმედით ან ოცნებით იწყება. თქვენი ფიქრები კრეატიულია. ისინი აყალიბებენ თქვენს სამყაროს და ყველაფერს,რაც მასში ხდება.
რელიგიის, ფილოსოფიის,მეტაფიზიკის,ფსიქოლოგიისა და წარმატების საუკეთესო შეჯერებაა ეს ერთი ფრაზა: „თქვენ ხდებით ის,რასაც ფიქრობთ – უმეტეს შემთხვევაში.“თქვენი გარესამყარო თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია და დამოკიდებულია თქვენს ფიქრებზე – რასაც თქვენ ფიქრობთ მუდმივად უკავშირდება თქვენს რეალობას.
ბევრი წარმატებული ადამიანისთვის უკითხავთ, რაზე ფიქრობდნენ ისინი უმეტესი დროის განმავლობაში და ყველაზე ხშირი პასუხი, რომელიც მათგან მოუსმენიათ ის არის, რომ ისინი ფიქრობდნენ იმაზე, რა სურდათ და როგორ შეიძლებოდა მიეღოთ იგი.
წარუმატებელ ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს და საუბრობს იმაზე, თუ რა არ სურს, დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.ისინი პრობლემებსა და სადარდებელზე საუბრობენ და მუდამ დამნაშავეს ეძებენ. წარმატებული ადამიანები კი საკუთარ ფიქრებსა და აზრებს სასურველი მიზნებისკენ მიმართავენ. ისინი ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რაც უნდათ.
ნათელი მიზნების გარეშე ცხოვრება ავადმყოფი ბაყაყის მართვას ჰგავს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი მართვის ნიჭით გამოირჩევით, თქვენ მუდამ ნელა მოძრაობთ, მორიდებულად და მცირე პროგრესს განიცდით. განსაზღვრული მიზნები კი ავტომატურად უხსნის გზას თქვენს ენერგიას და შესაძლებლობებს. ნათელი მიზნები გვეხმარებიან დავაჩქაროთ მოვლენების განვითარება ცხოვრებაში და მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ მიზნებს.
ბრაიან თრეისი