პრაქტიკაში გაატარეთ „ცისფერი ცის“ აზროვნება -ბრაიან თრეისი
ჩარლზ გარფილდმა კვლევაში „Peak Performers,” საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. მან გაანალიზა ქალთა და კაცთა მაგალითები, რომლებიც მხოლოდ საშუალო შედეგებს აღწევდნენ წლების მანძილზე, მაგრამ მოულოდნელად დიდი წარმატება განიცადეს.
მან აღმოაჩინა ერთი საინტერესო დამთხვევა, რომელიც ყველას აკავშირებდა, ჩარლზმა მას „ცისფერი ცის აზროვნება“ უწოდა.„ცისფერი ცის აზროვნების“ მიხედვით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია, დააკვირდით ცისფერ, კრიალა ცას, რომელსაც ლიმიტები არ გააჩნია.
თქვენ მომავალში იწყებთ მოგზაურობას და წარმოიდგენთ რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ იდეალურია, შემდეგ კი უბრუნდებით დღევანდელ დღეს და უსვამთ საკუთარ თავს კითხვას:
„რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შევქნა იდეალური მომავალი?“რა უნდა მოხდეს, ამ წუთიდან დაწყებული, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს მომავალში?