– რატომ მუშაობს ჩვენი ქვეცნობიერი ასე ეფექტურად წარმოსახვასთან?
ზოგადად ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია ისე, რომ გარემოს ინტერპრეტაციას ვახდენთ ჩვენი პირადი გამოცდილებისა და განცდების საფუძველზე. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე რაც არ ვიცით ან არ განგვიცდია. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ადამიანი თავიანთ შინაგან შეგრძნებებზე დაყრდნობით ერთსადაიმავე მოვლენაში დაინახავენ რაღაც კონკრეტულად თავისას . ბარათის გამოსახულებები ჩვენ არ გვზღუდავენ აღქმაში ამიტომ ჩვენ გაბედულად შეგვიძლია გამოვხატოთ ყველაფერი რაც ჩვენს თავში ხდება. გონებაში კი ის აზრი მოგვდის რაც ჩვენ გვაწუხებს. ეს საბავშვო ანდაზას გავს ,, ვისაც რა ტკივა იმაზე ლაპარაკობს ”.
საუბრობს რა რომელიმე ბარათზე ადამიანს ეუფლება განყენებულობის განცდა და აუცილებლად გაუცნობიერებლად დაიწყებს საუბარს საკუთარ თავზე. ფსიქოლოგის ამოცანა კი ის არის, რომ დაიჭიროს ეს ინფორმაცია, თავის მობეზრების გარეშე მოახდინოს მასზე უურადღენის აქცენტირება და დაეხმაროს პაციენტს გაერკვეს მასში.
ბარათებთან მუშაობა უამრავი სიურპრიზებითაა აღსავსე. როგორც ფსიქოლოგისთვის ჩემთვის ძალიან საინტერესოა დაკვირვება იმაზე, როდესაც როგორ სხვადასხვანაირად აღიქვავენ ადამიანები ერთსადაიმავე ბარათს რაც დამოკიდებულია მოთხოვნაზე ანდა მათ შინაგან მდგომარეობაზე.
მაგალითად არის ისეთი ,, აქტიური ბარათები” რომლებიც მუდმივად ამოდიან სხვადასხვა პაციენტებთან, თუმცა ისინი ირჩევენ მათ დაფარულად 100-150 ვარიანტიდან.
დავუშვათ ბართში არის ერთი მამაკაცის პერსონაჟი რომელიც ხშირად ამოდის. იყო შემთხვევები როდესაც ეს პერსონაჟი ზედიზედ რამოდენიმე სეანსში ამოდიოდა მაგრამ ერთსადაიმავე დღეს. თუმცა პირველი კლიენტი მასში ხედავდა თავის თავზე შეყვარებულ და კაპრზულ მხატვარს, მერე კი – ლამის თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, კეთილს და დიდბუნებოვანს. და ასეთ მომენტებში მე როგორც ფსიქოლოგს ხშირად მიხდება მკვეთრად შევცვალო გამოსახულების აღქმა რათა წარვმართო დიალოგი კლიენტთან.
ასევე ძალიან საინტერესოა დავუკვირდეთ როგორ იცვკება ბარათის აღქმის ცვალებადობა როდესაც ხდება მისი გადამუშავება. მაგ. ჩვენ ვიღებთ კლიენტებთან ბარათს რომელიც მიუთითებს იმ პიროვნებაზე ვინც მას აწყენინა. კლიენტი ძალიან ნეგატიურად აღიქვავს ბარათს და მიუთითებს რომელიღაც კონკრეტულ გარეგნულ დეტალებზე: ,, შეხედეთ რა მძიმე გამოხედვა აქვს ”ანდა ,, როგორი წვეტიანი ცხირი აქვს ასეთი ცხვირი მხოლოდ მატყუარებს აქვთ”.
ამის შემდეგ ჩვენ ვმუშაობთ ბარათთან ვცვლით კლიენტის აღქმას , ვამუშავებთ წყენებსა და ბლოკებს. გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით ვაჩვენებთ ბარათს და ვეკითხებით; ,, შეიცვალა რამე მასში?” და თუ პრობლემა დამუშავებულია მაშინ ბარათი იცვლება დაუჯერებლობამდე. კლიენტი ბარათზე გამოსახულ ადამიანში სულ სხვა რამის შემჩნევას იწყებს. ეს კი იმისი დამადასტურებელია, რომ რასაც ჩვენ ვფიქრობთ სწორედ ისეთი წარმოდგენის ფორმირებას ვახდენთ რეალობაზე.
გსურთ სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ მაბ სესია? დააწირე ღილაკს ↓
აიბიელ აკადემიაში შესაძლებელია გახდეთ სულ რაღაც ორ თვეში მაბ კონსულტანტი და თავისუფლად ჩაატაროთ სრულყოფილი მაბ სესიები
გსურთ ინფორმაციის მიღება მაბ კონსულტანტის კურსის შესახებ? დააწირე ღილაკს ↓