ზოგი მხოლოდ წუწუნებს, სიტუაციის გამოსასწორებლად კი არაფერს აკეთებს…
ერთი ტურისტი პატარა ამერიკულ ქალაქში ჩავიდა რამდენიმე დღით. მოვლილ ქუჩებს ათვალიერებდა და ერთი სახლის ვერანდმ მიიპყრო მისი ყურადღება. ვერანდაზე მოხუცი ცოლ-ქმარი მშვიდად ჩაის მიირთმევდა. იქვე ძაღლი იწვა, რომელიც დაბალ ხმაზე შეუწყვეტლივ წკმუტუნებდა. ტურისტს დააინტერესდა, რა ხდებოდა, რატომ იყო ძაღლი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მოერიდა კითხვა.
მეორე დღეს ამ ქუჩაზე რომ ჩაიარა, ზუსტად იგივე სურათი დახვდა. ისევ ვერ გაბედა კითხვა. მესამე დღეს კი, გულმა ვეღარ მოუთმინა და მიმართა მოხუც ცოლ-ქმარს:
„თითქოს ყველაფერი მშვიდადაა და თქვენც კეთილი ხალხი ჩანხართ, თქვენს ძაღლს რა აწკმუტუნებსო?“
-მოხუცმა კაცმა უპასუხა: „ლურსმანზე წევს, აწუხებს, და ამიტომაც ტირისო“.
ტურისტი გააოცა პასუხმა: „კი მაგრამ, თუკი აწუხებს, რატომ არ ადგება?“ – იკითხა განცვიფრებულმა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „საიმისოდ აწუხებს, რომ იწკმუტუნოს, მაგრამ იმდენად არა, რომ ადგილი შეიცვალოსო“…
ჩვენც ხშირად სწორად ამ ძაღლივით ვიქცევით, ვწკმუტუნებთ და ვჩივით, რეალურად კი არაფერს ვაკეთებთ სიტუაციის შესაცვლელად და ჩვენი მიზნების მისაღწევად.
თუ გრძნობ, რომ მოვიდა დრო რეალური ცვლილებებისთვის, წინსვლისთვის, მოქმედებისთვის, მაშინ შემოგვიერთდით პროგრამაში “ფენიქსის ეფექტი”