რატომ იყრის მშობელი ჯავრს ბავშვზე?
“მე ხანდახან საშინლად ვუყვირი მას”, “არ მინდა ფიქრობდეს, თითქოს ისტერიული დედა ყავს”, “ის მეუბნება “მამა, ნუ მიყვირიხარ”, და ეს საშინელებაა” – ეს და მსგავსი სიტყვები პერიოდულად მესმის კლიენტებისაგან.
იმაზე, თუ როგორ მივხედოთ ჩვენს რისხვას, დაწერილი ტონობით წიგნები, მაგრამ ისინი ყველას როდი შველის. ისინი, ვისაც არ გაუმართლა, წყევლიან საკუთარ თავს, სუსტ ნებას და დადიან წრეზე კეთილი განზხვებიდან სასოწარკვეთილებამდე, რომ ისევ არაფერი გამოუვიდათ. მაშ როგორ გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან?
უპირველესად, მოდით აქედანვე აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჯავრს იყრით ბავშვზე, თქვენ მაინც კარგი დედა (ან მამა) ხართ. ის ფაქტი, რომ თქვენ ეს განაღვლებთ, თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს. თქვენ გინდათ შეცვალოთ სიტუაცია, ეს ნიშნვას იმას, რომ განაღვლებთ თქვენი ბავშვის კეთილდღეობა. ამასთან, ძლიერი მოტივაცია – პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის წინაპირობაა.
მეორე, თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ. თქვენ
ა) საშუალებას აძლევთ თქვენს თავს განიცადოთ რისხვა,
ბ) აღიარებთ ამას და
გ) გამოხატავთ ამას.
ყველაფერი ეს ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანის თვისებებია.
დამიჯერეთ, თუ თქვენ
ა)-გ) რომელიმე პუნქტს რომ არ გაგეკეთებინათ, სიტუაცია საგრძნობლად ცუდი იქნებოდა თქვენთვის და ბავშვისათვისაც.
მესამე, რისხვა გამართლებულია. ის ჩნდება იმ შემთხვევებში, როცა ჩვენს მიმართ უსამართლობას ვაწყდებით, და გვაძლევს მოტივაციას სიტუაცია სამართლიანობიკენ შევცვალოთ. ბავშვზე ჯავრის ყრის პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ რისხა გადადის სიტუაციის შესაბამის ზღვარს და ხდება დროის მოკლე მონაკვეთში გადაჭარბებული და უკონტროლო.
გაბრაზება და ამ უკანასკნელის გაკონტროლებულად დემონსტრირება შესაბამისი და სასარგებლოცაა ბავშვისათვის, ის ზღვარს ეჩვევა ამით. მაგრამ, როცა თქვენ არ შეგწევთ რისხვის გამოხატულების ხარისხის რეგულირების უნარი, აი აქ იქმნება პრობლემა, და ამასთან მუშაობაა საჭირო.
როგორ ვიმუშაოთ? არის ორი სტრატეგია: მუშაობა სიმპტომებთან და მუშაობა მიზეზთან.
სიმტრომებთან მუშაობა – ეს სხვადასხვა სახის ქცევის სტრატეგიაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, თუ როგორ შეცვალოთ რისხვის გამოხატულება.
რჩევები – ისუნთქოთ, დაითვალოთ ხუთამდე და მერე უპასუხოთ… – ბავშვების განვითარებისათვის და მათთან ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა წიგნებში ზღვა მასალაა მოცემული (რჩევებზეა ლაპარაკი (რუსულ ვარიანტში ცოტა გაუმართავი წინადადებაა). გიპპენრეიტერი, პეტრანოვსკაია, ნაიდჟელ ლატა – ეს გონებაში უცებ მოსული გვარებია.
ინფორმაცია არის, ის ბევრი, და ყველა მეთოდი იმსახურებს იმას, რომ მოვსინჯოთ ისინი. თავიდან გაგიჭირდებათ, იმიტომ, რომ გონებამ უნდა ააწყოს ახალი ნეირონული კავშირები ძველების ნაცვლად. მაგრამ ყოველი ახალი ცდის შემდეგ თანდათან გამარტივდება, მეტიც თქვენ შეძლებთ იამაყოთ იმით, თუ როგორ უკეთესად გაართვით სიტუაციას თავი. ეს კი გაამყარებს სასურველ სიტუაციებს სულ უფრო და უფრო.
მაგრამ ეს მეთოდები არ ეხმარება ყველას და ყოველთვის. ზოგიერთმა დედებმა გადაიკითხეს სქელტომეულები, უყურეს აღზრდის მრავალფეროვანი ლექციები, მოისმინეს დაქალების რჩევები, მაგრამ დადგა მომენტი და… ხუთამდე დათვლა არ გაახსენდათ… შემდეგ კი მოდის დანაშაულის მწარე გრძნობა, რომ ვიღაც “არადედა” ხარ, რომ არ გაქვს ნებისყოფა და რომ საერთოდ ამახინჯებ ბავშვს…
სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!
ეს თქვენი ბრალი არ არის, ნებისყოფა არაფერს შუაშია, თქვენ კარგი დედა ხარ, იხილით პირველი პუნტქი. სერიოზულად.
თქვენი ასეთი საქციელის მიზეზი რაღაც გაუაზრებელ ირაციონალურ ყალბ მოცემულობაშია, რომლიც ზის ღრმად თქვენს ქვეცნობიერში და განსაზღვრულ შემთხვევებში ზედაპირზე ამოდის გაუკონტროლებელი რისხის სახით.
ჩემი პრაქტიკიდან შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს მოცემულობა მოდის ბავშვობიდან. თუ თქვენ აღზრდისას მიმართავდნენ ყვირილს, მუქარას, როზგს – თუნდაც იშვიათად – თქვენ ეს დაგრჩათ თავში, როგორც სწორი მიდგომა.
თქვენ იყავით პატარა ბავშვი და ყველაფერი, რაც ხდებოდა ყოვლისშემძლე მშობლების მხრიდან, ავტომატურად ითვლებოდა “მართებულად”. თქვენ არ შეგეძლოთ დაგეყენებიდან ეჭვქვეშ მათი ავტორიტეტი, და იღებდით იმას, რომ თქვენ – ცუდი გოგონა ან ბიჭუნა ხართ და იმსახურებთ მკაცრ საყვედურს, უარესსაც – ვიტამინ “რ” (თქვენ თუ იმ ბედნიერთაგანი ხართ, ვინც არ იცის – ესაა ქამრით ცემა).
შემდეგ კი სამართლიანობა გამოდის ასპარეზზე. თქვენ იყენებთ იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებდნენ თქვენს მიმართ.
ქვეცნობიერებამ ბავშვობიდან აითვისა “კარგი” და “ცუდი” ქცევის მოდელი, ასევე ჩახშობის ზომები და გაძლევთ ამ სცენარებს როგორც სამართლიანს და მართებულს. ხანდახან ცნობიერება ამ მეთოდებს არ ეთანხმება, მაგრამ ლოგიკისა და ემოციის ბრძოლაში იმარჯვებს უკანასკნელი. მით უფრო როცა ცნობიერება დატვირთულია ყოველდღიური საქმეებითა და სტრესებით და მისი მოცულობა უბრალოდ არ არის საკმარისი, თქვენი ქცევის ყველა ასპექტი რომ აკონტროლოს.
სანამ ეს ბავშვური მოცემულობა ზის თქვენში, მუშაობა სიმპტომებთან (ე. ი. რისხვასთან) იქნება ნაკლებად ეფექტური. ეს იგივეა, რომ ფილტვების ანთებით დაავადებულ ადამიანს ასპირინი მისცეთ, შეგიძლიათ გაჭყიპოთ, მაგრამ ფლუროგრაფიას სანამ არ გაუკეთებთ და ბაცილა-გამღიზიანებელს არ მოაშორებს, პრობლემა არ გადაწყდება.
მოცემულობის მოძებნის შემთხვევაში კი, შეიძლება მისი გარკვეულწილად ადვილად ნეიტრალიზება და შეცვლა დადებითით და ჭეშმარიტით. თქვენ სიღრმისეულ დონეზე იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი ბუნებრივი იყო, თქვენი მშობლების რეაქცია კი უსამართლო, რომელიც განპირობებული იყო უბრალო უძლურებითა და პედაგოგიური ცოდნის უკმარისობით. და თქვენ ადვილად შეძლებთ გადაიტანოთ ეს ახალი ცოდნა თქვენს ბავშვზე. იმ მიღებასთან და სიყვარულთან ერთად, რომელსაც თქვენ მის მიმართ განიცდით.
როცა მიდის მიზეზი, სიმპტომი ვერსაიდან იჩენს თავს.
ყველაზე სასიამოვნო ამ სამუშაოში ისაა, რომ თქვენ არ დაგჭირდება რისხვის კონტროლი. ის თვითონ გახდება თანაზომადი ან საერთოდ არ იჩენს თავს. ის არ გაქრება სრულად, ვინაიდან მას აქვს თავისი ფუნქცია – ის გაძლევთ მოტივაციას შეასწავლოთ თქვენს ბავშვებს განსაკუთრებული წესები და საზღვრები – ის გახდება გამართლებული, თქვენ კი მას კონსტრუქციულად გამოიყენებთ.
დასასრულს მინდა გითხრათ, რომ სიმპტომებთან მუშაობა შეიძლება დამოუკიდებლად – წიგნები და ლექციები დაგეხმარებათ! – ან ფსიქოლოგი.
მაგრამ მუშაობა მიზეზებთან – სწორედ თქვენი ქვეცნოებიერის მოცემულობასთან – ხელმისაწვდომია მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, რომლის სამიზნეც ზუსტად ეგაა.
ეს უნდა იყოს ფსიქოთერაპევტი, უკეთესია ჰიპნოთერაპევტი, ვინაიდან მხოლოდ ჰიპნოზის დროს შეიძლება ქვეცნობიერის მიწვდომა, სხვა მეთოდებით ეს შეუძლებელია.
აირჩიეთ მეთოდები თქვენთვის, რომლებიც მოგაწყობთ, და გახსოვდეთ – თქვენი ბავშვისთვის თქვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა ხართ!
და იყავით ფსიქოლოგიურად ჯანსაღი.
კატერინა კაუფმანი, ფსიქოლოგი და სერტიფიცირებული ჰიპნოტერაპევტი
თარგმნა: © IBEL ACADEMY