წარმოიდგინეთ, რომ შეზღუდვები არ არსებობს -ბრაიან თრეისი
მომავალზე ორიენტირებისა და იდეალიზაციის შერწყმის წყალობით, თქვენ შეძლებთ გაანეიტრალოთ ან სრულიად თავი დააღწიოთ შეზღუდვებს.
ახლა წარმოიდგინეთ ის წამი, როცა უკვე შეზღუდვები არ გაგაჩნიათ.წარმოიდგინეთ, გაქვთ ყველა საჭირო ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დაისახავთ.
არა აქვს მნიშვნელობა, სად ხართ ახლა ცხოვრებაში, წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ყველა საჭირო კონტაქტი, სამეგობრო წრე და ურთიერთობები იმისათვის, რომ თქვენთვის ყველა კარი ღია იყოს და შესაბამისად, მიაღწიოთ ყველაფერს, რაც ნამდვილად გსურდათ. წარმოიდგინეთ, რომ ამიერიდან თქვენთვის შეზღუდვები აღარ არსებობს, შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გსურთ და მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ.