ცხოვრების შეცვლის მთავარი საიდუმლო
ყოველ ჩვენთაგანს ზურგს უკან უამრავი ნეგატიური გამოცდილება და შემზღუდველი რწმუნებულებები აქვს და თუ კი ამ ყველაფრის მოშორებაზე არ ვიზრუნებთ წლების განმავლობაში ერთი ადგილის ტკეპნა მოგვიწევს, ისევე როგორც ამას ადამიანების უმრალესობა აკეთებს.
სამწუხაროდ მცდელობები იმისა, რომ თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს გვერდი აუქციო არ მუშაობს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ყველაზე უმთავრესი და განმსაზღვრელი ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა. სწორედ ეს მდგომარეობა და შინაგანი ბლოკები შემოსაზღვრავენ ჩვენი საშუალებების დიაპაზონს.
მორალი კი ძალიან უბრალოა, თქვენ შეიძლიათ მიიღოთ ცხოვრებისაგან ყველაფერი რასაც კი მოისურვებთ, მაგრამ სანამ საკუთარი გონებიდან არ მოიცილებთ დაბრკოლებებსა და შეზღუდვებს არაფერი ახალი არ მოხდება და ცხოვრებისგანაც ვერ მიიღებთ სიამოვნებას. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საკმარისია გაწმინდო, მოიშორო ეს ბლოკები და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. შემდეგ ძალიან მარტივია გეგმის არათუ მიღწევა, არამედ გადაჭარბებაც კი.
ცხოვრების შეცვლის მთავარი საიდუმლო სწორედ საკუთარ თავის ცვლილებაში მდგომარეობს. თუ მხოლოდ გარემოს ცვლილებას ცდილობთ არაფერი გამოგივათ. ჩვენ ვქმინით ცხოვრებას ისეთს, როგორიც შინაგანად ვართ. როდესაც იწყებ შეცვალას – გარშემო ცხოვრებაც იცვლება. ყველაზე ჭკვიანური მიდგომაა შეიცვალო შინაგაად და დააკვირდე როგორ ხდება გარეგანი ცხოვრების ტრანსფორმაცია.
ჯერ იცვლება თქვენი აღქმა მოვლენებისა და ფაქტებისა, შემდეგ იცვლება თქვენი ხასიათი, შემდეგ იცვლება თქვენი რეაქციები ამა თუ იმ გამოწვევებზე და ბოლოს მთლიანად იცვლება ცხოვრება.
ყველაფერი ძალიან უბრალოა: ყოველი ადამიანი თავისი აზროვნებით, თავისი ფიქრებით ქმნის თავისი ცხოვრების რელსებს, რომელზეც შემდეგ მოძრაობას იწყებს. ამიტომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია იაროთ თვითგანვითარებისა და პიროვნული ზრდის გზით და თუ კი თქვენ მართლაც ამ გზას აირჩევთ, მაშინ აუცილებად გექნებათ შედეგები რეალურ ცხოვრებაში.
შინაგანი ცვლილებები იწყება აქ და ახლა: www.supercoachi.com
ავტორი: კონსტანტინ დოვლატოვი
თარგმანი: ინგა ბლესსი და სალომე ხუციშვილი