ბავშვთან თანამშრომლობის (დამეგობრების) ხელოვნება
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია ბავშვთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელსაც წინ უძღვის სწორი კომუნიკაცია, თუმცა მთავარია ვიცოდეთ ამ ღონისძიების გატარებით, რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე.
ბავშვი წარმოადგენს უძვირფასეს განძს თავისი შეხედულებებით და შესაძლებლობით, რომელსაც სჭირდება დამხმარე ობიექტი განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როცა ის შეისწავლის სამყაროს, აუმჯობესებს უნარ-ჩვევებს, ემზადება დამოუკიდებლობისათვის და რეალურად იხვეწება მისი პიროვნება.
ზემოთ აღნიშნული ყველა სფერო უნდა იყოს ჩვენი მხრიდან სწორი თანამშრომლობით განპირობებული, რათა ბავშვმა დაძლიოს ის კრიზისული პერიოდი რაც ახლავს ასაკს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კომუნიკაციის დროს შემდეგი ფაქტორები:
- განვითარების დონე (მათ შორის მეტყველების განვითარების);
- გამოცდილება და ცოდნა;
- ასაკი;
- მეხსიერება;
- ემოციური მდგომარეობა;
- ფიზიკური მდგომარეობა;
ხშირად ესაუბრეთ იმის შესახებ, რაოდენ მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა. უამბეთ თქვენი ბავშვობის თავგადასავლებზე. აუხსენით, რომ მეგობრები ერთად უფრო ძლიერები არიან და მიზანსაც ადვილად აღწევენ.
ასწავლეთ მოსმენა, ვინც მოსმენა იცის, მას სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება უადვილდება.
იყავით მათთან გულწრფელი ,რათა მოიპოვოთ ადვილად ნდობა, რაც მოგცემთ რეალურად მათი სამყაროს გასაღებს.
გასაღები ინდივიდუალურია, ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება, სწორად დაგეგმილი და შესრულებული ურთიერთობა მისცემს თქვენს შვილს განვითარების ეტაპების მარტივად და შედეგიანად დაძლევის შესაძლებლობას.
საუბრის შედეგად ყალიბდება ლოგიკური აზროვნება და ფიქრი იმისა თუ რა შეუძლია ბავშვს ამ ეტაპისთვის, ის რომ დააფიქსიროს თავისი აზრი, ქონდეს განსხვავებული შეხედულება, მოთხოვნილება გაიზარდოს საინტერესო თემების შესახებ და რაც ყველაზე მთავარია ისწავლოს თქვენი დახმარებით მეგობრობის შინაარსი.
ეს ყოველივე ხელს უწყობს საზოგადოებაში ინტეგრაციას და სოციუმთან თავისუფალ კავშირს.
ავტორი: სალომე შამუგია
გსურთ მედი ინფორმაცია ბავშვთა ფსიქოლოგიის შესახებ?