ბედნიერების გასაღები -ბრაიან თრეისი
ეს გამონათქვამი მახსენდება: „ბედნიერება ღირებული იდეალების პროგრესული რეალიზაციაა.“ როდესაც ნათელი და განსაზღვრული მიზნები და იდეალები გამოძრავებთ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ.
უფრო მეტად ოპტიმისტი და პოზიტიური ხდებით. მეტი ენთუზიაზმითა და ხალისით ხართ სავსე. გაქვთ ძლიერი შინაგანი მოტივაცია, რომ წინ წახვიდეთ, რადგან თითოეული ნაბიჯს, რომელსაც დგამთ, თქვენთვის ღირებული მიზნისაკენ მიჰყავხართ.ხშირად იფიქრეთ თქვენს იდეალურ მომავალზე .
გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. ყველაზე ბედნიერი წუთები, რომლებიც ოდესმე შეიძლება გამოსცადოთ, ჯერ არ დამდგარა. ყველაზე დიდი შემოსავალი,რაც აქამდე მიგიღიათ თვეებისა და წლების შემდეგ იქცევა რეალობად. თქვენი მომავალი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე თქვენი წარსული.
არ არსებობს ლიმიტები.რაც უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს მომავალს, მით უფრო სწრაფად მოიზიდავთ ადამიანებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ ოცნებები რეალობად აქციოთ. და რაც უფრო კარგად აანალიზებთ, ვინ ხართ და რა გსურთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ მას თქვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტში.