ოცნებების ასრულების ტექნოლოგია
ასე რომ, რა არის ეს ქოუჩინგი და ვის სჭირდება?
ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სიტყვა “ქოუჩინგს” აქვს მრავალმნიშვნელოვანი თარგმანი :ტრენერი, მწრთვნელი, რეპეტიტორი, მასწავლებელი, და ასევე “მატარებლით სიარულსაც” კი ნიშნავს… თუმცა ნაკლებად საერთოა იმ მნიშვნელობასთან, რასაც სინამდვილეში ნიშნავს.
ტრენერის, მასწავლებლის, რეპეტიტორის შემთხვევაში ხდება პოზიციების მკაფიო გაყოფა “ექსპერტი-მასწავლებელი” და “მოსწავლე”. ამავდროულად მასწავლებელმა იცის, როგორ ასწავლოს ამ მოსწავლეს (კლიენტს).
რაც შეეხება კლასიკური ქოუჩინგის მიდგომას, ქოუჩი არ არის გურუ, რომელიც კონსულტირებს, მინიშნებებს აძლევს და ასწავლის თუ როგორ იმოქმედოს. ქოუჩინგური ურთიერთობები დაფუძნებულია ქოუჩინგის ფილოსოფიაზე, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი იცის კლიენტმა.
კლიენტი არის ადამიანი, რომელიც სრულიად ჩართულია პროცესში, რომლითაც მიმართა ქოუჩს, ამიტომ ყველაზე კარგად ესმის მას სიტუაციის არსი და კარგად იცის როგორ მიუდგეს და რა უნდა ქნას. სწორედ, რომ კლიენტის ქვეცნობიერში არის სრული ცოდნა მისი სულის. ამიტომ საჭიროა უბრალოდ დახმარება, რათა მიუბრუნდეს საკუთარ თავს, მოუსმინოს მას და მიიღოს პასუხები, რომელიც ჩამალულია მასშივე.
ასე რომ ქოუჩი არ ასწავლის და არ იძლევა რეკომენდაციებს. უბრალოდ სვამს კითხვებს.
ქოუჩინგის აკადემიაში, ჩვენ სტუდენტებს ხშირად ვაძლევთ ასეთ დავალებას-განმარტონ რა ნიშნავს ქოუჩინგი მათთვის.
და აი ასეთი შესანიშნავი თეზისები და ინსაიტები წამოვიდა მათგან, იმის ახსნისას, თუ რა არის ქოუჩინგი:
-ქოუჩინგი-ეს არის ოცნებების ასრულების ტექნოლოგია.
-ქოუჩინგი მოტივაციას აძლევს ადამიანს იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
-ქოუჩინგი-ეს არის მუშაობა შექმნა სასურველი მომავალი, რომელიც ჩაფიქრებული გაქვს ცხოვრებაში.
-მე ვარ ქოუჩი. მე შემიძლია აღმოვაჩინო ადამიანებში მათი პიტენციალი! მე ვეხმარები მათ გათავისუფლდნენ იმ ჩარჩოებისგან, რომელშიც არიან მოქცეულნი და იყვნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედნი.
ეს ყველაფერი ქოუჩინგის უსაზღვრო შესაძლებლობებია და ყოველი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ამ პროცესს, დაიწყებს მნიშვნელოვანისა და ძვირფასის აღმოჩენას, რომელიც მას იჭერს.
და თუ სტატიის დასაწყისში თქვენს თავში ისმოდა კითხვა “რა არის ქოუჩინგი?” -ალბათ უკვე მეტად გაერკვიეთ ამ საკითხში, მაგრამ სრული გაგება მას მერე მოვა თქვენთვის, რაც თავად გამოცდით საკუთარ თავზე ქოუჩინგს.
თქვენ მზად ხართ ქოუჩინგისთვის?
ეს მარტივი შესამოწმებელია. ბევრ ჩვენთაგანს სურს პოზიტიური ცვლილებები საკუთარ თავსა და ცხოვრებაში. მაგრამ ყველა როდი არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების მიმართ .
და რას ნიშნავს ”აიღო პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების მიმართ?” -ეს ნიშნავს შეწყვიტო დადანაშაულება სიტუაციის, გარემოსი, ადამიანების და საკუთარი თავის, ყველა უიღბლობაში რაც შენს ცხოვრებას სდევს. ასეთი პოზიცია, არის მიზეზი იყო უცვლელად, ტკეპნო ერთიდაიგივე ადგილი, და გადაიქცე “გარემოების მსხვერპლად” .
ქოუჩინგი შეცვლის თქვენს ცხოვრებას, იმ შემთხვევაში თუ თქვენ მზად ხართ იმუშაოთ საკუთარ თავზე, ჩვევებზე, აზროვნებაზე, რეალობის აღქმაზე და მის მიღებაზე.
თუ თქვენ მზად ხართ ჩახედოთ თვალებში თქვენს შიშებს, მიიღოთ ახალი გამოცდილება, დაეცეთ და კვლავ წამოდგეთ, შეუჩერებლივ იმოძრაოთ წინ, დაეყრდნოთ თქვენს ფასეულობებსა და იდეალებს.
ეს ნამდვილად სპორტული წვრთნის მსგავსია, რომელიც საჭიროებს ასევე გეგმის შემუშავებას და მის მიყოლას. ამის შემდეგ კი თქვენ აუცილებლად მიიღებთ შესანიშნავ შედეგს!
ჩვენს ეპოქაში, სადაც გარშემო მუდმივად ხორციელდება ცვლილებები და ხდება ადამიანების გაკულტება, ჩვენ გამუდმებით ცდილობენ შემოგვთავაზონ “სასწაულმოქმედი წამალი”, რომელიც წამში მოგვიგვარებს ყველა ჩვენს პრობლემას (რომელთაც წლები ვერ ვაგვარებდით) და გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას ზღაპრად.
-გსურს წონაში კლება-დალიე სასწაულმოქმედი ელექსირი!
-გსურს სწრაფი და ბევრი ფული-ჩადე ფინანსურ პირამიდაში!
-გსურს გათხოვდე- გაიარე ტრენინგი და იპოვე ქმარი 10 დღეში…
მაგრამ ყველა ჩვენგანმა ვიცით ასეთი “სასწაულმოქმედი წამლის” შედეგები…
მაგრამ მოთხოვნების კულტურა მაინც გვიზიდავს და გვნუსხავს, რომ კვლავ დავიჯეროთ ისეთი რამის, რაც არ მოითხოვს დიდ ძალებს და რომლის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უფრო წარმატებულნი, ბედნიერები, მდიდრები…
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ქოუჩინგი არ წარმოადგენს ზემოთ ნახსენებ სწრაფ და სასწაულმოქმედ წამალს. აქ ხდება მუშაობა საკუთარ თავზე. ეს არის საკუთარ ქმედებებზე და შედეგებზე სწავლა, როდესაც ადამიანები შეცდომებზეც კი სწავლობენ. თუმცა ეს ბოლომდე ასეც არ არის. ქოუჩინგში შეცდომები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამოცდილება და ის ყოველთვის სასარგებლო, დადებითი და გამოსადეგია. თუ კი შენ გტკივა ან დაეცი, შენ უბრალოდ დგები და ეკითხები საკუთარ თავს:
“ჩემმა რომელმა ქმედებებმა და ფიქრებმა მიმიყვანა ამ შედეგამდე? რისი გაკეთება უნდა დავიწყო სხვაგვარად? რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში? რისი კეთება უნდა დავიწყო ან შევწყვიტო, რათა მივაღწიო იმ შედეგს რაც მსურს”.
აი ახლა კი ჰკითხეთ საკუთარ თავს: “თუკი უახლოეს 5 წელიწადში მე არ დავიწყებ არაფრის შეცვლას საკუთარ ცხოვრებაში და ვიცხოვრებ ისევ ისე, როგორც ახლა…. მომწონს კი ჩემი მომავლის ასეთი ვარიანტი?” ყური მიუგდეთ თქვენს შეგრძნებებს, იმ პასუხებს რაც იბადება თქვენში. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ ყველაფერი მოგწონდეთ, თუ ეს ასეა მაშინ გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით.
თუ კი თქვენ გრძნობთ, რომ შინაგანად გაქვთ სურვილი ხედავდეთ თქვენს მომავალს რადიკალურად სხვანაირს- მაშინ დაიწყე საკუთარი თავის ცვლილება დღესვე. რადგანაც არსებობს მხოლოდ დღეს, მხოლოდ “ახლა”. რომელიც რამდენიმე წუთში წარსული გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ერთადერთი ვარიანტი საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად ეს არის მიიღოთ გადაწყვეტილება და დაწყებული ამ წუთიდან ფეხი აუწყოთ დასახულ ცვლილებებს.
არა ხვალ, არა პარასკევიდან, არამედ ახლა ამ წუთიდან!
თუ კი თქვენ გადაწყვეტთ თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდას, მაშინ ქოუჩინგი უსიტყვოდ დაგეხმარებათ ამაში.
იყავით მზად, თამამად შეხვდეთ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაში და ერთხელაც, როდესაც უკან მოიხედავთ, თქვენ აღფრთოვანებული და ამაყად იტყვით: ” დიახ, მე ეს შევძელი! მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლის შესაძლებლობის ოდესღაც არ მეჯერა! მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომელზეც ოდესღაც მხოლოდ ვოცნებობდი! მე ვარ ჩემი ცხოვრების შემოქმედი! მე ბედნიერი ვარ!”
ცვლილებების გზაზე თქვენ ბევრი შესაძლებლობა გაგეხსნებათ და თქვენ სიამოვნებით აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება ეს არ არის მხოლოდ მიზნის მიღწევა ან მწვერვალზე აღმოჩენა, არამედ თავად გზა, რომელსაც შესაძლოა პირველ ნაბიჯს არ გაივლიდით.
შეხედეთ თამამად თქვენს მწვერვალს!..
თამამად შეიგრძენით, როგორი იქნებით, როდესაც აისრულებთ თქვენს ოცნებას?…
ჩაფიქრდით თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოანი მწვერვალზე აღმოჩენა? როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება? ვინ იქნებით, ის ადამიანი, რომელმაც მაინც შეძლო ამის გაკეთება!?
იყავით თქვენი სურვილების მომავალში, შეიგრძენით მთელი არსებით მისი სიცხადე, დეტალურად და ყველა ასპექტში! დაიმუხტეთ ამ შეგრძნებით/მდგომარეობით! და კეთილი მგზავრობა!…
სხვათა შორის, ეს ესაა დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედება, სასურველი რეალობის. თქვენს ფასეულობებსა და იდეალებზე. ეს ნამდვილად წარმოადგენს მსგავად სპორტული წრთვნისა, დასახული გეგმის მუდმივად და გეგმაზომიერად მიყოლას. რის შემდეგაც თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს!
წყარო: 1napc.ru
თარგმანი: ქეთევან გორდულავა