“ვინ ვარ მე?“ “რისთვის ვცხოვრობ?“ “რა არის ცხოვრების აზრი?“
რა არის ქოუჩინგი?
ბევრისთვის დღემდე უცნობია თუ რას წარმოადგენს ქოუჩინგი და დღეს ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად დეტალურად გიპასუხოთ ამ კითხვაზე. ადრე თუ გვიან ყოველ ჩვენგანს უჩნდება კითხვა „ვინ ვარ მე?“ „რისთვის ვცხოვრობ?“ „რა არის ცხოვრების აზრი?“ „რა მინდა სინამდვილეში?“ „როგორ ავისრულო ოცნება?“ „როგორ გავხდე ბედნიერი?“ „როგორ გავხდე წარმატებული?“
სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხის ძიებისას ადამიანები მიდიან ქოუჩინგამდე. მიდიან რადგანაც, ისინი გრძნობენ, რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ, რომ მათი რესურსი გაცილებით მეტია და ჯერ კიდევ არ არიან 100%-ით რეალიზებულნი, რომ მათი ცხოვრება ლაბირინთს ჰგავს, რომელშიც თითქოს დაიკარგნენ, ვერ პოულობენ გამოსასვლელს, რთულად პოულობენ გამოსავალს ან ვერც პოულობენ. ხდება ისე რომ, თითქოს ყველაფერი გაქვთ ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც არ ხართ ბედნიერები, არ მოდის ის სასურველი ბედნიერება…
მინდა გითხრათ, რომ- როდესაც ადამიანი სვამს კითხვებს -ეს უკვე წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. დიახ, ეს არის ნაბიჯი გაცნობიერებისა და ცვლილებების საკუთარ ცხოვრებაში, რადგანაც კითხვის დასმით ჩნდება ენერგია პასუხის საპოვნელად. და პირიქით, როდესაც ჩვენ არ ვსვამთ კითხვებს ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ვართ სასოწარკვეთილებაში, დაკარგული გვაქვს ინტერესი ყველაფრის მიმართ ან ჩვენ ყველაფერი გვაკმაყოფილებს და არც კი გვაქვს სურვილი რაიმე შევცვალოთ.
ქოუჩინგი- ეს ტექნოლოგია ადამიანს აძლევს საშუალებას კითხვებზე პასუხის გაცემით, უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, სურვილები, მისწრაფებები, შემზღუდველი რწმუნებულებები და შიშები… მოიკრიფოს გამბედაობა ჩახედოს თვალებში ამ ყოველივეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება შექმნას თავისი ცხოვრება, სწორედ ისეთი, როგორიც მას სინამდვილეში სურს რომ ჰქონდეს.
მინდა გაუწყოთ კარგი ამბავი, თუ არსებობს კითხვა ე.ი არსებობს პასუხიც. სწორედ ისე, როგორც ყველა კლიტეს აქვს თავისი გასაღები.
გახსოვდეთ იგავი ღმერთის შესახებ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, მთები, ველები და ადამიანები. ყველაფრის შემქნის შემდეგ ღმერთი ჩაფიქრდა, თუ სად დაემალა ადამიანისგან სიბრძნე და ჭეშმარიტება. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედმა მიიღო გადაწყვეტილება „სიბრძნე და ჭეშმარიტება“ დაემალა იქ სადაც ადამიანი არასდროს არ დაუწყებდა მოძებნას და მოაქცია თავად ადამიანში.
ჩვენი ბედნიერება, ჰარმონია, ყოველგვარი რესურსი არსებობს ჩვენში. სწორედ ამ იდეაზე არის დაფუძნებული ქოუჩინგის მთელი ფილოსოფია. ყველაზე მთავარია გვახსოვდეს, რომ ადამიანმა უნდა დაინახოს საკუთარ შინაგანი, შეძლოს მოუსმინოს საკუთარ სულის ხმას, სადაც არის ყველანაირი მინიშნება.
მე მტკიცედ მჯერა, რომ თუ კი რაიმეს სურვილი დაიბუდებს თქვენს გულში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ყველანაირი შანსი რათა განახორციელოთ და სისრულეში მოიყვანოთ ის!
რისთვის უნდა მივმართოთ ქოუჩს?
ალბათ იკითხავთ „რატომ უნდა მივმართო ქოუჩს, მაშინ როდესაც თავად შემიძლია კითხვები დავუსვა საკუთარ თავს?!“. საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა რათქმაუნდა შესაძლებელია და საჭიროც კი. ასეთ პროცესს თავისი სახელიც კი აქვს და ეს არის „თვითქოუჩინგი“
უბრალოდ, თქვენი მიზნებზე ქოუჩთან მუშაობისას, ნაკლები შანსია იმის, რომ თქვენ უკან დაიხევთ, რადგანაც ასეთი მუშაობის დროს ადამიანს უჩნდება გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე.
მაგალითად, როდესაც ჩვენ გვიჭირს დამოუკიდებლად უცხო ენის შესწავლა, როდესაც არ გვაქვს შესაბამისი მოტივაცია- ჩვენ მივდივართ რეპეტიტორთან/სპეციალისტთან ან ვეწერებით შესაბამის კურსებზე. ან როდესაც ვვარჯიშობთ სახლის პირობებში, მაგრამ სტაბილურობა და ხარისხი არ არის შესაბამისი, რის გამოც ვყიდულობთ სააბონენტოს და ვიწყებთ სიარულს სპორტ დარბაზში. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ქოუჩინგშიც.
მეორეს მხრივ, თქვენ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ისეთი მოვლენა, როგორიც არის თვითსაბოტაჟი. ძველი ჩვევები და შიში გამუდმებით გიბიძგებთ, უკან დაიხევისკენ, რათა კვლავინდებურად დარჩეთ თქვენს ძველ ჭაობში, რომელსაც კომფორტის ზონა ჰქვია. ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, რომელიც მუდამ მუშაობს.
ქოუჩთან ერთად მუშაობა აყალიბებს გონების და საკუთარი ქმედებების ორგანიზებულობას. ბალანსში მოდის სამი მთავარი კომპონენტი: რას ვფიქრობ, რას ვამბობ და რას ვაკეთებ.
დამერწმუნეთ, ქოუჩი არ მოგცემთ საშუალებას , რომ უკან დაიხიოთ დასახული მიზნებისგან, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ.
მესამეს მხრივ, ქოუჩს შეუძლია დასვას ისეთი კითხვა, რომლის დასმა თქვენ აზრადაც არ მოგივიდოდათ.
მაგალითად, “უკვე ახლა, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო, რის გაკეთებას დაიწყებდი სხვანაირად?” დამეთანხმე, რომ ასეთი კითხვას ჩვენ არც თუ ისე ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
და ბოლოს, ქოუჩთან მუშაობაში არის ერთი ფასდაუდებელი პლიუსი. ქოუჩი- ეს არის თქვენი მამოტივირებელი, რათა მოახდინოთ საუკეთესო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.
ქოუჩი- არის თქვენი მხარდამჭერი თქვენს ახლო წრეში და ქოუჩი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად იქნება თქვენში დარწმუნებული და გამოავლენს თქვენს საუკეთესო მხარესა და შესაძლებლობებს!
წყარო:1napc.ru
თარგმანი: ქეთევან გორდულავა